სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სასწრაფო დახმარების ექთან გოგონას, რომელიც ტაძარში გამოძახებაზე მივიდა, მამაკაცმა ხელი სთხოვა. შემთხვევა გურიაში მოხდა, ქალი ნინო მოისწრაფეშვილია, კაცი ჰენრი ვადაჭკორიაა.
წყვილი ოთხი წელია, რაც ერთმანეთს იცნობს და მათი სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო. გუშინ კი ისინი მთელმა საქართველომ გაიცნო. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ნინო ამბობს, რომ საყვარელი მამაკაცისგან მსგავს სიურპრიზს არ ელოდა და მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 13 იანვარს მოხდა, ემოციების გარეშე საუბარი აქამდე უჭირს...
ნინო მოისწრაფეშვილი:
- პროფესიით ექთანი ვარ, 27 წლის. მაისში სამი წელი გახდება, რაც ლანჩხუთში სასწრაფო დახმარების სამსახურში ვმუშაობ. წარმოშობით ლანჩხუთის რაიონიდან ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე. თბილისში რამდენიმე წელი ვსწავლობდი, ცოტა ხანი ვმუშაობდი კიდეც და შემდეგ ისევ ლანჩხუთში დავბრუნდი.
- დაახლოებით, 4 წლის წინ გავიცანი. „მედ ალფაში“ ვმუშაობდით ერთად. ჰენრი პროფესიით ეკონომისტია, ჩვენი ურთიერთობა თავიდან მეგობრობით დაიწყო.
- ეს ამბავი 13 იანვარს მოხდა, უბრალოდ, ვიდეო გუშინ გამოვაქვეყნეთ. იმ დღესაც ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, სოფელ ორაგვიდან, სადაც ეკლესიაა, ზარი შემოვიდა გამოძახებაზე. ვიცოდი, რომ ჰენრი იმ ეკლესიაში გალობდა, მხოლოდ ეს ინფორმაცია მქონდა. როდესაც ადგილზე მივედით, ტაძარში საოცარი სიჩუმე დამხვდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ჰენრიც იქ იყო, თორემ იმის იქით, არაფრის მოლოდინი არ მქონია.
კადრებში ჩანს, რომ მამაოს წნევას ვუზომავდი, თურმე ესეც დადგმული ყოფილა და ცუდად არ ყოფილა. იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე, ახლაც ვერ აღვიქვამ ვერაფერს.
- ესეც დაგეგმილი ყოფილა. ყველას სცოდნია, სასწრაფოში მორიგეებსაც. არც ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამე შეიძლება მომხდარიყო. ეს იმხელა სიხარული და ბედნიერება იყო, რომ ვერც კი გადმოვცემ. განაგრძეთ კითხვა