თვითნასწავლი მხატვარი ნელი ბერაია გასული საუკუნის თბილისის ულამაზესი მანდილოსანი გახლდათ. მას ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებდნენ. იყო თბილისელი ქალების გულთამპყრობელის, მსახიობ ირაკლი უჩანეიშვილის მეუღლე, ჰყავდა ორი შვილიც, მაგრამ ცხოვრებამ ბოლოს მაინც მარტოობისთვის გაიმეტა. ახლა 93 წლის არის და სამებაში ცხოვრობს. იმ ოთახში, სადაც ადრე ჯერ რეზო ჩხეიძე, შემდეგ კი გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობდნენ, ახლა ქალბატონი ნელი ცხოვრობს. ოთახი სავსეა მისი ნახატებით. 93 წლის მხატვარი შესანიშნავად გამოიყურება. მის ახლანდელ ყოფაზე და ტრაგიკულ ბედზე ია ფარულავას გადაცემაში ისაუბრა:
"42 წლის ვიყავი, როცა ირაკლი გავიცანი. 11 წელი ერთად ვიცხოვრეთ და მისგან ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს. სულ იუმორში და დადებით ემოციებში იყო, მასთან ძალიან ბედნიერი ვიყავი. გაცნობიდან ერთ თვეში გავყევი ცოლად. შოთა მანაგაძემ გამგზავნა სტუდიაში, იქ ვნახე ირაკლი, ფილმს ახმოვანებდა. მაშინ ირაკლი ცოლს გაშორებული იყო, ორი შვილი ჰყავდა. თავიდან ნუცუბიძეზე ვცხოვრობდით, შემდეგ ბაგებში, მის მამიდასთან.
არაჩვეულებრივი მეუღლე იყო. ეჭვიანი არ იყო, არც ვაძლევდი მიზეზს, არც მე ვეჭვიანობდი. რატომ დავშორდით? იყო მიზეზი ამის. ერთი, რაც ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის - როცა მოვიდა შესარიგებლად, ძალიან ცივად მივიღე, თურმე უკვე ავად იყო. არ ვიცოდი, რომ მცოდნოდა ავად იყო, არ გავუშვებდი. სიმსივნე ჰქონდა. მალევე გარდაიცვალა. სამძიმარზე მივედი თეატრში, იქიდან გაასვენეს. ერთხელ ერთ გადაცემაში მკითხეს, რა გაქვთ თქვენ და ოდრის საერთოო და ვუპასუხე, ისიც სამჯერ იყო და მეც-თქო". განაგრძეთ კითხვა