სურბ-სარქისობა მართლმადიდებლური დღესასწაული არ გახლავთ, მაგრამ ვინაიდან სურბ სარქისი ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა, საქართველოშიც პოპულარულია ახალგაზრდებში. ხალხში გავრცელებული აზრით, სურბ-სარქისის დღეები ქარიან ამინდებსაც ემთხვევა და ერთგავარად ასეც შეიძლება აიხსნას მის მიმართ ინტერესი. დღესასწაული სომხეთის რესპუბლიკაში ყოველწლიურად იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ ნახევარში აღინიშნება. დღესასწაულის თარიღი მცოცავია, რომელსაც წინ 5-დღიანი მარხვა უძღვის, ხოლო 25-ში ღამით ახალგაზრდები მარილიან კვერს მიირთმევენ, რომ სიზმარში საქმრო ან საცოლე გამოეცხადოთ.
წმინდა სარქისის დღე სომხეთში ოფიციალურად 2007 წლიდან აღინიშნება. ეკლესიებშიც ამ დღეს უამრავი ადამიანი იყრის თავს. ახალგაზრდებს სჯერათ, რომ წმინდა სარქისი ყოველთვისდაიცავს მათ სიყვარულს.
როგორ უნდა მოამზადოთ მარილიანი კვერი:
ს/კ ფქვილი1/ჩ/კ მარილი1 ს/კ წყალიმოზილეთ ცომი და ტაფაზე ცხიმის გარეშე გამოაცხვეთ კვერი. მიირთვით დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე. არ მიაყოლოთ წყალი.საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ.
ლეგენდის მიხედვით, უნდა დაგესიზმროთ მომავალი საბედო, რომელიც წყალს დაგალევინებთ.