სასარგებლო და ვიტამინებით გაჯერებულია ჩვენი დილის საუზმე გოგრის ფაფა, ძალიან სასარგებლო და ვიტამინებით გაჯერებულია!
დაგჭირდებათ:
გოგრა - 0,5კგ.
რძე - 2 ჭიქა
წყალი
კარაქი - 50გრ.
შაქარი, მარილი ბრინჯი - 100გრ.
გოგრა გარეცხეთ, მოაჭერით თავი, გაათავისუფლეთ მარცვლებისაგან, მოაჭერით კანი და დაჭერით კუბებად.კუბები ჩააწყვეთ ქვაბში და დაასხით წყალი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ მოიხარშება (დაახლოებით 15 წთ). შემდეგ გადაასხით წყალი. (შეგიძლიათ, გოგრა ღამით მოხარშოთ და დილისთვის გაამზადოთ, რომ ბევრი დრო არ დაკარგოთ დილას).
მოხარშეთ ბრინჯი. მოხარშულს დაამატეთ ცხელი რძე, გოგრა, მარილი და შაქარი გემოვნებით. ეს ყველაფერი აურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და ცოტა ხნით დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ მანამ, სანამ სასურველ სისქეს არ მიიღებს. დაახლოებით 15-30 წუთში ფაფა მზადაა.