თბილი პიჟამათი ძილმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. მოზრდილი ბავშვისთვის, რომელსაც უკვე მშვიდად სძინავს მთელი ღამე და საბანს არ იხდის, პიჟამა შეიძლება ზედმეტი დეტალი გახდეს.
პიჟამა ძალიან პრაქტიკული სამოსია, მაგრამ ის არც ერთ ასაკში არ უნდა იყოს ძალიან თბილი და სქელი და აი, რატომ:
- ძილის დროს სხეულის ტემპერატურა ყოველთვის ოდნავ პატულობს. ჩვეულებრივ, ადამიანი გრძნობს, რომ ცხელა, ინსტიქტურად გადაიხდის საბანს, შემდეგ იფარებს, გაღვიძების გარეშეც კი. თბილ პიჟამას ვერ გაიხდის, გადახურების გამო კი ძილი დაერღვევა და დილიდანვე მოთენთილი გაიღვიძებს.
- თბილი ტანსაცმელი ადამიანს აოფლიანებს. გაუფლილი ბავშვის კანზე კი ადვილად ჩნდება გამონაყარი, გამოწვა, ქავილი - ეს ყველაფერი ძილის დროს გადახურების შედეგია.
- გაოფლილი სხეული სატყუარაა ლოგინის მტვრის ტკიპებისთვის. ისინი ლეიბებსა და ბალიშებში იბუდებენ და მკვდარი კანის ქერცლით იკვებებიან. რაც უფრო მეტად ოფლიანდება ადამიანი, მით მეტად შეიძლება გამრავლდეს ტკიპა. ისინი, თავის მხრივ, ალერგიულ რეაქციებს იწვევენ.
შეგახსენებთ, რომ იმისთვის, რათა ბავშვს მშვიდად ეძინოს, ოთახში არ უნდა ცხელოდეს - მაქსიმუმალური ტემპერატურა +20 გრადუსია. ამასთან, ძილის დროს არ უნდა შესცივდეს – ამ შემთხვევაში გამოსავალი თბილი საბანია.