ია დუდაშვილს სოციალური ქსელიდან უკვე კარგად იცნობენ, ის პიკასოს, იგივე ირაკლი ნოზაძის მეუღლეა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.
მათი გოგონა, ნიაკო ნოზაძე შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების წინაშე გაიზარდა, გამორჩეული გარეგნობის გამო ყოველთვის ექცეოდა ყურადღების ცენტრში და მის ვიდეოებს ყოველთვის ბევრი ნახვა ჰქონდა ხოლმე. ის პატარა მოდელიც არის და ხშირად არეკლამებს ბავშვთა ტანსაცმლის ბრენდებს.
არც ისე დიდი ხანია, ია, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია, გულშემატკივრებისთვის ვიდეოებს წერს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მშობლებს ბავშვების აღზრდასთან და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.
თუმცა ბოლო პერიოდში მისმა კონტენტმა ოდნავ მიმართულება შეიცვალა, დიდაქტიკურ-ფსიქოლოგიურიდან იუმორისტულზე გადავიდა. ბოლო რამდენიმე სახალისო ვიდეოში პიკასოც მონაწილეობს და ცოლს ჰყვება იუმორში. ვიდეოებს დიდი გამოხმაურება აქვს და გამომწერები ამ ოჯახური სერიების გაგრძელებასაც ითხოვენ.
თეკლა ჟვანია