60 წლის ბრედ პიტი კვლავ ემზადება მამობისთვის - ჰოლივუდის ვარსკვლავი აღტაცებულია 34 წლის მეგობარი ქალით - მშობლები

60 წლის ბრედ პიტი კვლავ ემზადება მამობისთვის - ჰოლივუდის ვარსკვლავი აღტაცებულია 34 წლის მეგობარი ქალით

2024-01-26 12:05:55+04:00

წყვილთან დაახლოებულმა წყარომ მედიას გაანდო, რომ საერთოდ არ გაუკვირდება, თუ ინეს დე რამონი უკვე ორსულად არის. წყვილი რა ხანია ერთად ცხოვრობს ბრედის ფრანგულ მამულში და წელიწადზე მეტია, მსახიობი ფინტეს-ინსტრუქტორზეა გამიჯნურებული. მართალია, არც ქორწინებას ჩქარობენ და არც საჯაროდ საუბრობენ ამ ურთიერთობაზე, თუმცა მათი ნაცნობ-მეგობრების თქმით, ბრედი ხშირად უწყობს შეყვარებულს საიდუმლო რომანტიკულ პაემნებს, აღტაცებულია მისით და უკვე განიხილეს ბავშვის გაჩენის ალბათობაც.

728x563-1-3433fd101d7e33ac6f7435b39ac7b9a32444x1889-0x4fv6yy3i-7825986450239986948-1706257426.jpg

ბრედი, რომელსაც ანჯელინასთან სამი ბიოლოგიური შვილი გაუჩნდა, 60 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება. ამბობს, რომ ძალიან უყვარს თავისი შვილები, ისინი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან და განიცდის, რომ ანჯელინა ჯოლისთან განქორწინებამ მამა-შვილების ურთიერთობაზეც ცუდი გავლენა მოახდინა. მის ახლობლებს მიაჩნიათ, რომ ბრედს სურს, სანამ დროა და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, კიდევ სცადოს მამობის განცდა და ამ ეტაპის ხელახლა გავლა, უკვე სხვა გამოცდილებით.

mv5bzmizmmm4ndutzdu0yi00ntc0lweyodityzg3njg0zdfmodjixkeyxkfqcgdeqxvymte0mzqwmjgz-1706257448._V1_QL75_UX500_CR0,26,500,281_.jpg

ბევრი ფიქრობს, რომ 34 წლის ინესი უკვე ორსულად არის. ბრედს უნდოდა, ინესი შვილებისთვის გაეცნო, თუმცა ენჯი ამის წინააღმდეგია. ბავშვებზე მეურვეობის საკითხსაც, წყვილის გარემოცვის თქმით, ანჯელინა განგებ წელავს, რომ შვილები 18 წლისანი გახდნენ და აღარ დასჭირდეთ მეურვეობა.

oui-1706257468.jpg

რატომ ამბობს ბრედ პიტი უარს შხაპის ხშირად მიღებაზე - შვილები მას სუნიან მამას ეძახდნენ, ანჯელინა კი აიძულებდა, შხაპი მიეღო
ბრედ პიტმა 60 წლის იუბილე შეყვარებულთან ერთად აღნიშნა პარიზის ქუჩებში
ანჯელინა ჯოლის უფროსმა ქალიშვილმა ბრედ პიტი ამოშალა თავისი ცხოვრებიდან და მის გვარზეც უარი თქვა