მონაკოს პრინცესა შარლენის ცხოვრებაზე ფილმის გადაღების სურვილი თუ გაგიჩნდებათ, სიუჟეტი გამზადებულია: მოღალატე ქმრისგან თავის დაღწევის მცდელობები, სერიოზული დაავადებები, ტირილი საკუთარქორწილში... ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, პრონცესა თავის მდიდრულ ცხოვრებაზე ზღაპრულ თანხებს ხარჯავს.
25 იანვარს "უბედური" პრინცესა 46 წლის გახდა. შარლინი ყოფილი წარმატებული ოლიმპიური მოცურავეა. სპორტსმენი 2011 წელს დაქორწინდა მონაკოს პრინც ალბერტზე და მას შემდეგ მხოლოდ სამწუხარო ამბები ისმის მისი პირადი ცხოვრების შესახებ: „საკურთხევლიდან გარბოდა“, "ქმრის ღალატის შესახებ გაიგო", "ქორწილში ტიროდა" - ამ სათაურებით გამუდმებით ჩნდება სტატიები პრინცესას შესახებ მედიაში.
შარლინმა სამჯერ სცადა თავისი მოღალატე ქმრისგან თავის დაღწევა: 2011 წელს, საქორწინო კაბის მორგებისას, მომავალმა პრინცესამ ალბერტის უკანონო შვილის შესახებ შეიტყო, რომელიც უკვე მასთან ურთიერთობის დროს იყო ჩასახული. შემდეგ მშობლიური სამხრეთ აფრიკის საელჩოს სთხოვა თავშესაფარი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ შეძლო წასვლა. თავისუფლების მოპოვების მეორე მცდელობაც ჩაიშალა - პრინცის პირადმა თანაშემწეებმა შეიტყვეს შარლენის გაქცევის სურვილი და პასპორტი ჩამოართვეს.
შარლენმა ქორწილამდე ორიოდე დღით ადრე ბედი მესამედ სცადა, მშობლიურ ქალაქში თვითმფრინავის ბილეთი იყიდა კიდეც, მაგრამ ნიცას აეროპორტში დააკავეს და უკან დააბრუნეს.
საქორწილო ცერემონიაზე შარლინი კამერების წინ ტიროდა და სწორედ ამის შემდეგ შეარქვეს „ყველაზე უბედური პრინცესა“. უკვე გათხოვილიც აჯანყდა და საზოგადოების პროვოცირება მოახდინა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ბედნიერი ოჯახური ცხოვრების სურათის შექმნას.
რამდენიმე წლის წინ, სამეფო წყვილს შორის სკანდალები ჩაცხრა: მალე გაირკვა, რომ ალბერტი მეუღლეს მონარქის მეუღლის მოვალეობის შესრულებისთვის წელიწადში 12 მილიონ ევროს უხდიდა.
როგორც ჩანს, სასოწარკვეთილმა ქალმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ თუ გალიაში უნდა ეცხოვრა, ეს გალია ოქროსი ყოფილიყო. წინა დღეს სასახლის ყოფილმა ბუღალტერმა პრინცესას უკონტროლო და უცნაურ ხარჯვაზე ისაუბრა. მისი თქმით, შარლინი არალეგალურ მიგრანტებს ქირაობს, რომლებიც აბსოლუტურად ყველა საქმეს აკეთებენ ბავშვების აღზრდიდან დაწყებული, ძაღლების მოვლით დამთავრებული. ცნობილი გახდა, რომ ცალკე ქალი ჰყავს, რომელიც პრინცესას შინაურ ცხოველებს აბანავებს. 2014 წლის დეკემბერში შარლენს ტყუპი შეეძინა, პრინცი ჟაკი და პრინცესა გაბრიელა და დაუყოვნებლივ გადააბარა მონაკოში არალეგალურად მყოფ ძიძებს.
დიდი ეკონომიურობით არც პრინცი ალბერტი გამოირჩევა. მას მრავალი საიდუმლო საბანკო ანგარიში აქვს, აქტიურად მართავს ხაზინის ფინანსებს და ყოველწლიურად მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს თავისი უკანონო შვილების უზრუნველსაყოფად (რომლებიც, სხვათა შორის, სამნი არიან), ძვირადღირებული საჩუქრების და სხვა ხარჯების გამოკლებით.
სამეფო ოჯახის ყოფილმა ბუღალტერმა კლოდ პალმერომ დეტალურად გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებსაც ალბერტ II უკანონო შვილების რჩენისთვის, შარლენი კი ქმრის ცხოვრების წესთან შეგუების საკომენსაციოდ მოიხმარდა.
საერთო ჯამში ცნობილია ალბერტის სამი უკანონო შვილი. ორი უფროსი შვილის მამობა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, მესამე ბავშვის შესახებ ინფორმაცია კი გასაიდუმლოებულია. ჟასმინ გრეის გრიმალდი 1992 წლის 4 მარტს, ერიკ ალექსანდრე გრიმალდი 2003 წლის 24 აგვისტოს დაიბადა, მესამე შვილი ბრაზილიელი ქალისგან შეეძინა. გოგონა 15 წლისაა. ჟასმინის დედა ამერიკელი უძრავი ქონების აგენტი თამარა როტოლოა. ალექსანდრე კი ბორტგამცილებელ ნიკოლ კოსტთან ხანმოკლე რომანის შემდეგ გაჩნდა.
ალექსანდრე, სავარაუდოდ, იმ დროს ჩაისახა, როცა პრინცს უკვე მომავალ მეუღლესთან ჰქონდა ურთიერთობა. ფაქტია, რომ მომავალი მეუღლეები 2000 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, ოფიციალურად კი რომანი 2006 წელს გამოაცხადეს, მაგრამ არის ვარაუდები, რომ 2003 წელს ალბერტი და შარლინი უკვე საკმაოდ ახლოს იყვნენ. მესამე უკანონო შვილი სავარაუდოდ 2009 წელს დაიბადა და 2010 წლის დასაწყისში მონაკოს პრინცმა ნიშნობა გამოაცხადა.
ცნობილი გახდა, რომ უფროსი ქალიშვილი ჟასმინი ყოველ სამ თვეში მამისგან 73 000 ფუნტ სტერლინგს იღებს. როგორც პალმერომ Daily Mail-ს განუცხადა, ქალიშვილის დაბადების დღისთვის ალბერტმა მას 2,6 მილიონი ფუნტის ღირებულების ბინა აჩუქა, რომელი ნიუ-იორკში მდებარეობს.
20 წლის ალექსანდრე და დედამისიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ, მამა მას წელიწადში 344 ათას დოლარს უხდის. ასევე, ბუღალტრის თქმით, ალბერტი დაზღვევას იხდის შვილის გატაცებისგან და ამის გარდა, დაახლოებით ერთი მილიონი ევროთი დააფინანსა ალექსანდრეს დედისთვის მოდური მაღაზიის გახსნა.
მაგრამ რა ჯდება ალბერტ II-ის ცოლის შენარჩუნება, რომელიც თვალს ხუჭავს ქმრის ღალატზე და მზადაა შვილებისგან მოშორებით იცხოვროს?
წყვილს 2014 წელს ტყუპები ჟაკ და გაბრიელა შეეძინათ. შარლენს შვილები ძალიან უყვარს – ეს ერთად გადაღებულ ყველა ფოტოზე ჩანს, მაგრამ ცნობილია, რომ ბავშვები მამასთან ერთად სასახლეში ცხოვრობენ, პრინცესა კი იქვე, პატარა ბინაში დასახლდა. ასევე, ბოლო ორი წელია, შარლინი დიდ დროს ატარებს შვეიცარიის კლინიკებში. ამასთან, ალბერტი ცოლის ნებისმიერ ახირებას აფინანსებს და მათ შორისაა:
წლიური შემწეობა 1,2 მილიონი ფუნტი სტერლინგი, რომელიც პრინცესას არ ჰყოფნის და დამატებითაც ითხოვს თანხებს;
სახლის რემონტი კორსიკაში, სადაც შარლინი ქმრისგან განცალკევებით ისვენებს ხოლმე - 2 მილიონი ფუნტი;
შარლენის ძმისთვის ბინის ყიდვა 786000 ფუნტად ;
ერთჯერადი გადახდები £66,000 და £171,000.
აღსანიშნავია, რომ კლოდ პალმერო შარშან ფულადი სახსრების გაფლანგვის გამო გაათავისუფლეს, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ არცერთი პენი არ მოუპარავს.
”მე არ ვარ კორუმპირებული ან ქურდი და არ ვარ დამნაშავე იმ ყველაფერში, რაშიც ახლა მადანაშაულებენ”, - ჩივის ყოფილი ბუღალტერი.