ბრიტანული BBC ქართველი ტყუპი გოგონების, ემის და ანოს შესახებ წერს, რომლებიც წლების წინ, სამშობიარო სახლიდან გააშვილეს, ერთმანეთი კი "ტიკტოკის" ვიდეოს წყალობით იპოვეს. გოგონების ამბავი ამაღელვებელია და შეუძლებელია ემოციების გარეშე წაკითხვა.
ვნახოთ, რას წერს BBC:"ემი და ანო ტყუპი გოგონები არიან, რომლებიც დედას დაბადებისთანავე წაართვეს და სხვადასხვა ოჯახში გაყიდეს. წლების შემდეგ, მათ ერთმანეთი შემთხვევით აღმოაჩინეს. უნდა უმადლოდნენ სატელევიზიო შოუ "ნიჭიერს და tiktok-ის ვიდეოს. წარსულში ჩაღრმავებით მიხვდნენ, რომ ისინი იმ ათასობით ახალშობილს შორის იყვნენ, რომლებიც საქართველოში საავადმყოფოებიდან მოიპარეს და გაყიდეს.
გოგონები ახლა ლაიფციგში არიან. ფაზლის ბოლო ნაწილის საპოვნელად. ორივე ძალიან ნერვიულობს. ეს გრძელი მოგზაურობის დასასრულია. საქართველოდან გერმანიაში თავსატეხის დაკარგული ნაწილის პოვნის იმედით გაემგზავრნენ. ისინი საბოლოოდ შეხვდებიან ბიოლოგიურ დედას.
გასული ორი წლის განმავლობაში გოგონები ცდილობდნენ აღედგინათ სრული სურათი იმისა, თუ რა მოხდა. როდესაც სიმართლე გაიგეს, მიხვდნენ, რომ საქართველოში ათასობით ბავშვს იპარავდნენ და ყიდდნენ სამშობიარო სახლებიდან ათწლეულების განმავლობაში. მიუხედავად საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისა, ამ ამბების გამო, პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ.
12 წლის იყვნენ, როცა ემიმ ანო აღმოაჩინა.
ემი ხვიტია ნათლიასთან იყო, შავი ზღვის სანაპიროზე და საყვარელ სატელევიზიო გადაცემას "ნიჭიერს“ უყურებდა. შოუში გამოვიდა გოგონა, რომელიც "ჯაივს" ცეკვავდა და რომელიც ემის იდენტური იყო.
"ყველა ურეკავდა დედაჩემს და ეკითხებოდნენ, რატომ ცეკვავს ემი სხვა სახელით?“, - ამბობს გოგონა. ემიმ ოჯახში ამ თემაზე ლაპარაკი სცადა, თუმცა საუბარს თავი აარიდეს. “დედამ მითხრა, - ყველას ჰყავს ორეული“ - იხსენებს ემი.
ამ ამბიდან 7 წლის შემდეგ, 2021 წლის ნოემბერში, ემიმ Tiktok-ზე თავისი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ცისფერი თმა ჰქონდა და პირსიგინს გაკეთებას აპირებდა.ორასი მილის მოშორებით მცხოვრებ 19 წლის ახალგაზრდას, ანო სართანიას ეს ვიდეო მეგობარმა გაუგზავნა. ანომ თქვა, მაგარია, მე მგავს. ანო ცდილობდა ეპოვა პირსინგიანი გოგონა, მაგრამ ვერ იპოვა, ამიტომ უნივერსიტეტის WhatsApp-ის ჯგუფში ვიდეო გაავრცელა და დახმარება ითხოვა. ვიღაცამ, ვინც ემის იცნობდა, ნახა ვიდეო და გოგონები ერთმანეთთან "ფეისბუქით" დააკავშირა.
ემი მაშინვე მიხვდა, რომ ანო ის გოგო იყო, რომელიც წლების წინ "ნიჭიერში“ ნახა.
" - იმდენი ხანი გეძებდი“, - მისწერა ემიმ.
"- მეც გეძებდი..“, - იყო ანოს პასუხი. განაგრძეთ კითხვა