პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია ოჯახური ცხოვრების ვიდეოს აქვეყნებს. თათია ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ჯარჯი თორაძე პარასკეობით უყრიან თავს ხუთივე შვილს (ჯარჯის ორი ქალიშვილი ჰყავს წინა ქორწინებიდან, ხოლო თათიას - სამი ვაჟი, წინა ორი ქორწინებიდან). "პარასკევი - ოჯახის გამორჩეულად ძვირფასი დღეა, როცა ხუთივე ბავშვი ჩვენთანაა, ერთად ვიკრიბებით და გვაქვს ჟრიამული". როგორც ვიდეოდან ჩანს, ჯარჯის გოგონებთან თათიამ შესანიშნავი ურთიერთობა ააწყო და ძილის წინაც ითხოვენ მასთან საგანგებო გამომშვიდობებას.