ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქალიშვილი ანნა 4 წლის გახდა. წყვილმა შვილის დაბადების დღის აღნიშვნა ჯერ მის მოძღვართან დაიწყო, საკვირაო სკოლაში.
საღამოს კი გრანდიოზული წვეულება მოაწყვეს გასართობ ცენტრში. პატარა ანა ქალთევზაზე ცნობილი ზღაპრის გმირი იყო, პრინცით და მთელი ზღვის სამყაროთი, კაბაც პრინცესული ეცვა და ტორტიც ამ თემატიკის იყო.
ანნას დაბადების დღეს ესწრებოდნენ მისი ბებია-პაპა, ბიძა, მისი და-ძმა - ნოეს შვილები წინა ქორწინებიდან.
ასევე ცნობილი სახეები შვილებთან ერთად. მაგალითად, სოფო ნიჟარაძე ქალიშვილთან - ალისასთან ერთად პოზირებდა იუბილარის გვერდით.