რამდენად კარგად გახსოვთ ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები? - ტესტი, რომელიც თქვენს ცოდნას შეამოწმებს - მშობლები

რამდენად კარგად გახსოვთ ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები? - ტესტი, რომელიც თქვენს ცოდნას შეამოწმებს

2024-01-29 12:13:05+04:00

ჰაგიოგრაფია ქრისტიან წმინდანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის, ანდა მათი მოწამებრივი აღსასრულის აღწერას გულისხმობს. სასკოლო პროგრამაში რამდენიმე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია შესული და უკვე მრავალი წელია, ისწავლება. თუმცა, რამდენიმე დღეა, საზოგადოება გაცხარებული მსჯელობს, არის თუ არა საჭირო, თანამედროვე მოსწავლეები ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს ეცნობოდნენ და სიღრმისეულად სწავლობდნენ.

დღეს გაგიზიარებთ ტესტს, რომელიც შეამოწმებს იმას, თუ რამდენად კარგად გახსოვთ სკოლაში შესწავლილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები:

1. ჩამოთვლილთაგან, რომელი ითვლება დღემდე მოღწეულ პირველ ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებად?

  • "აბო თბილელის წამება"
  • "შუშანიკის წამება"
  • "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"

2. ვინ არის "აბო თბილელის წამების" ავტორი?

  • გიორგი მერჩულე
  • იოანე საბანისძე
  • იაკობ ცურტაველი

3. რომელ ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებშია შემდეგი სიტყვები:

"ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!"

  • "ევსტათი მცხეთელის მარტვილობა"
  • "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"
  • "შუშანიკის წამება"

4. რომელი რელიგია მიიღო შუშანიკის მეუღლემ, ვარსქენ პიტიახშმა?

  • მაზდეანობა
  • ზოროასტრიზმი
  • ისლამი

5. რის გამო აწამეს აბო თბილელი?

  • იმის გამო, რომ დამპყრობელს არასწორი გზა უჩვენა
  • იმის გამო, რომ ჯარში მსახურებაზე უარი განაცხადა
  • იმის გამო, რომ საკუთარი რელიგია უარყო და ქრისტიანობა მიიღო

6. ჩამოთვლილთაგან, რომელი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აღწერს VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში მიმდინარე პროცესებს?

  • "აბო თბილელის წამება"
  • "რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობა"
  • "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"

7. ვის აღწერს ავტორი ამ სიტყვებით: "იგი აბრაამის ერთ-ერთი შვილის, ისმაელის შთამომავალთაგან იყო შობილი, სარკინოზთა ტომიდან."

  • აფოცს
  • აბოს
  • სამოელს

8. რომელ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებშია მოხმობილი სოლომონ ბრძენის ეს სიტყვები:

"ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი- ოქროი რჩეული"

  • "შუშანიკის წამებაში"
  • "აბო თბილელის წამებაში"
  • "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში"

9. რა დაემართა შუშანიკის მეუღლეს, ვარსქენ პიტიახშს?

  • ვახტანგ გორგასალმა სიკვდილით დასაჯა
  • ვახტანგ გორგასალმა ირანში გადაასახლა და ქვეყანაში დაბრუნება აუკრძალა
  • მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა

10. ჩამოთვლილთაგან, ვის უწოდებენ "უდაბნოთა ქალქმყოფელს"?

  • ექვთიმე მთაწმინდელს
  • გრიგოლ ხანძთელს
  • სერაპიონ ზარზმელს

სწორი პასუხები:

  1. "შუშანიკის წამება"
  2. იოანე საბანისძე
  3. "შუშანიკის წამება"
  4. მაზდეანობა
  5. იმის გამო, რომ საკუთარი რელიგია უარყო და ქრისტიანობა მიიღო
  6. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"
  7. აბოს
  8. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში"
  9. ვახტანგ გორგასალმა სიკვდილით დასაჯა
  10. გრიგოლ ხანძთელს