"4 წლის იყო, როცა თავის ტკივილი დაეწყო... კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ახლა ჟანგბადდამოკიდებულია" – 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მშობლები

"4 წლის იყო, როცა თავის ტკივილი დაეწყო... კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ახლა ჟანგბადდამოკიდებულია" – 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

2024-01-29 13:41:30+04:00

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვს 4 წლის წინ კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც კორონავირუსიც რამდენჯერმე თან დაერთო და მდგომარეობა გაართულა. ახლა მას სუნთქვის უკმარისობა აქვს და ანალიზების ასაღებად თურქეთში გადაყვანა სჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. გიორგი დედა ეთო ბარამიძე გვიყვება:

- 4 წლის იყო, როცა თავის ტკივილი დაეწყო. ამბობდა, რომ ხელები და ფეხებიც სტკიოდა. გამოკვლევებზე წავიყვანეთ და თავზე კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მას შემდეგ ვმკურნალობთ. დაახლოებით, 6-7 თვის წინ კეთილთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა, თუმცა მკურნალობის პერიოდში კორონავირუსი რამდენჯერმე შეხვდა, რამაც მდგომარეობა დაამძიმა. ახლა გიორგი ჟანგბადდამოკიდებულია და ჰაერის უკმარისობა აქვს. გამოკვლევებზე გვყავდა. თბილისში დიაგნოზი ვერ დაუსვეს და თურქეთში გადაყვანა და ანალიზების გაკეთება გვირჩიეს. სოციალური დახმარებაც შეჩერებული გვაქვს. რაჭიდან ვართ, მაგრამ ახლა ჩოხატაურში ვცხოვრობთ ამ ეტაპზე, 3000 ლარამდე შევაგროვეთ. მერმა 2000 ლარი გადმოგვირიცხა, 1000 ლარი ხალხის დახმარებით შევაგროვეთ და 4000 ლარამდე კიდევ გვჭირდება. საზოგადოების დახმარების იმედი გვაქვს, რომ ბავშვს გამოკვლევები ჩავუტაროთ და გავარკვიოთ, რატომ უჭირს სუნთქვა. როგორც გითხარით, ჟანგბადდამოკიდებულია. აპარატი კეთილმა ადამიანებმა გამოგვიგზავენს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:

თიბისი ბანკი: GE15TB7679445061100108

მიმღები ემზარი ბარამიძე

საქართველოს ბანკი: GE25BG0000000162579635

მიმღები მარიამ ვაჩეიშვილი

საზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ ფეიფალით: https://www.paypal.me/emzarbaramidze1968

საკონტაქტო ნომერი: 500882508