სიკვდილის წინ Playboy-ს მფლობელმა თავის ბოლო მეუღლეს სთხოვა, მასზე მხოლოდ კარგი რაღაცები ეთქვა. კრისტალ ჰარისი პირობას 5 წლის განმავლობაში ასრულებდა, თუმცა შემდეგ დუმილი დაარღვია, დაწერა მემუარები, სადაც ყველაზე მძიმე და გაუსაძლისი პირობების შესახებ ისაუბრა.
2024 წლის 23 იანვარს Playboy-ს დამფუძნებლის, ჰიუ ჰენფერის ბოლო მეუღლის კრისტალ ჰარისის მემუარები გამოქვეყნდა. ავტობიოგრაფიულ წიგნში ქალი ჰიუ ჰენფერთან ცხოვრების ყველაზე პირად დეტალებს იხსენებს და წარმოუდგენელი წესების შესახებ წერს. ქალი ამბობს, რომ ახალგაზრდობის საუკეთესო წლები 91 წლის ბიზნესმენს შესწირა, რომელსაც ის არ უყვარდა და არაადამიანურად ექცეოდა:
კრისტალის წიგნი "მხოლოდ კარგი ილაპარაკე" შესაძლოა, ბევრი ახალგაზრდა გოგონასთვის, რომლებიც მდიდრულ ცხოვრებასა და პრივილეგიებზე ოცნებობს, დამაფიქრებელი იყოს და ამ სიმდიდრის მეორე მხარეც აღმოაჩინონ.
ქალი ჰეფნერის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელია, რომელიც 7 მილიონ დოლარს ფლობს. ჰოლივუდში მდიდრულ სასახლეში ცხოვრობს და Playboy-ს წილის მესაკუთრეა. განა ეს არ იყო მიზანი, რის გამოც 21 წლის გოგონა მდიდარი ბიზნესმენის სახლში მოხვდა?
ლუდის პაბის მფლობელისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მდიდრულ ცხოვრებაზე ოცნებობდა. მან ნახა განცხადება, რომ ბიზნესმენი ჟურნალისთვის გოგონებს ეძებდა. ამიტომაც, თმა ქერად შეიღება, ფრანგი მოსამსახურის ფორმა ჩაიცვა და დათქმულ დროს ჰეფის სახლში გამოცხადდა. დარბაზში მის გარდა 50-მდე ქერა გოგონა იყო. მაგრამ, კრისტალი საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ ის იმ სახლში აუცილებლად დარჩებოდა. საუბარი უცნაურად წარიმართა. ჰეფნერს გაუხარდა, რომ გოგონა ფსიქოლოგიაში ერკვეოდა, რადგან თავადაც დაინტერესებული იყო ამ სფეროთი. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ გვერდით ორი ტყუპი გოგონა იჯდა.
"არ გამიგია, ტყუპი რას მეკითხებოდა. უბრალოდ თავს ვუქნევდი. შემდეგ კი კარისამ, ან კრისტინამ ხელი მკერდზე მომხვია და მომიჭირა. თითქოს, ხილის სიმწიფეს ამოწმებდა. ჰეფმა მოწონებით შეხედა. მე კი გამეცინა." - წერს ქალი საკუთარ მოგონებებში.
მალე ჰეფნერი კრისტალთან, ტყუპ გოგონასთან და კიდევ ერთ ქალთან ერთად მეორე სართულზე ავიდა. გოგონებს გახდა სთხოვა, ნარკოტიკული საშუალებები დაურიგა, გააბრუა და ორგია დაიწყო.
"ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ამაში ცუდი არაფერი იყო და ეს იყო ის, რასაც Playboy-ს ყველა გოგონა აკეთებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფილმში მიღებდნენ." - ამბობს წიგნის ავტორი.
ქალი აღნიშნავს, რომ ყველა გოგონას არალეგალურ ნივთიერებას ასმევდნენ, რომ გადაღებების დროს თავი უფრო თავისუფლად ეგრძნოთ და კარგი კადრები გამოსულიყო. პროცესს რამდენიმე მოსამსახურეც ესწრებოდა.
როგორც კრისტალი წერს, გადაღებების მეორე დღეს მასთან ბიზნესმენმა მანქანა გააგზავნა და მასთან ერთად ცხოვრება შესთავაზა. ჰეფნერს სხვა ფავორიტი ქალებიც ჰყავდა, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა.
„თავიდან ეს ზღაპარს ჰგავდა. ჩემს განკარგულებაში იყო პირადი შეფ-მზარეული, მძღოლი და დიასახლისი, რომელიც ჩემს ყველა ახირებას ასრულებდა და პატრონის რისხვის ძალიან ეშინოდა." - აგრძელებს ჰარისი.
პრესაში ჰეფნერს გულუხვი ადამიანის იმიჯი ჰქონდა, რომელიც კეთილგანწყობით გამოირჩეოდა და მდიდრულ წვეულებებსაც ხშირად მართავდა. მაგრამ, სინამდვილეში, როგორც კრისტალი ამბობს, ის საშინელი ნარცისი, ცინიკოსი და სასტიკი ადამიანი აღმოჩნდა და ყველას მორჩილებას ითხოვდა.
როგორც ცნობილია, ჰიუ ჰეფნერმა ახალგაზრდობაში წარუმატებელი სიყვარული განიცადა. მისმა საცოლემ მილდრედ უილიამსმა ქორწილის წინ მიატოვა, რამაც მომავალ ბიზნესმენზე განსაკუთრებით დიდი კვალი დატოვა. იმისათვის, რომ ეს ტკივილი დაევიწყებინა და დამცირება გადაეტანა, Playboy-ს დამფუძნებელი მთელი ცხოვრება ქალებისაგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვდა.
როგორც კრისტალი იხსენებს, სახლში ძალიან მკაცრი წესები არსებობდა. ჰეფნერმა კომენდანტის საათიც კი დააწესა. გოგონებს სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ მძღოლის თანხლებით შეეძლოთ და საღამოს 6 საათამდე აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყვნენ. ვახშმად მხოლოდ ქათმის წვნიანი ჰქონდათ კრეკერებითა და ყველით, რომ წონაში არ მოემატებინათ. ისინი თავიანთი სურვილის მიხედვით ვერაფერს შეჭამდნენ.
თუ რომელიმე გოგონა წონაში მოიმატებდა, ჰეფნერისაგან დიდ საყვედურს მიიღებდა და შესაძლოა, სამსახურიც დაეკარგა. იკეთებდნენ პლასტიკურ ოპერაციებს. თავად ჰარისმაც სხვადასხვა პროცედურას რამდენჯერმე მიმართა. სხვადასხვა დროს მკერდი, რინოპლასტიკა და ლიპოსაქცია გაიკეთა.
ჰეფნერს მუქი თმაც აღიზიანებდა. ამიტომაც, თუ რომელიმე ქერად შეღებილ გოგონას თმის შავი ძირები გამოუჩნდებოდა და მაშინვე არ შეიღებავდა, ძალიან ბრაზდებოდა. ამ მიზეზით კრისტალმაც გამოსცადა ბიზნესმენის რისხვა.
"ისე შემეშინდა, სტილისტთანაც კი არ მივსულვარ. მაშინვე სახლში გავითეთრე თმა. კანი დამეწვა და ბუშტუკები გამომივიდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს ნორმალური იყო. ჰეფის თვალში მხოლოდ ქერა თმა იყო ლამაზი და მე მისთვის უნდა მეამებინა." - წერს კრისტალი საკუთარ ავტობიოგრაფიაში.
გარდა ამისა, ის გოგონებს ავალდებულებდა, ღია-ვარდისფერი ფრჩხილის ლაქი წაესვათ. ასევე, წითელ ტუჩსაცხს ვერ გამოიყენებდნენ, რადგანაც თვლიდა, რომ წითელი ტუჩსაცხი ვულგარულობის სიმბოლო იყო.
ჰეფნერი მკაცრად აკონტროლებდა ტანსაცმელს, რაც მას არ მოსწონდა, იმ სამოსს გოგონები ვერ ჩაიცვამდნენ. გოგონები ვალდებულები იყვნენ, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მასთან მისულიყვნენ და სულ კარგ ხასიათზე ყოფილიყვნენ.
"ჰეფის ინტერესები ჩემი ინტერესები იყო. მინდოდა, მისთვის სრულყოფილი გოგონა გავმხდარიყავი. თუმცა, თავს სექს-თოჯინად ვთვლიდი." - წერს კრისტალი საკუთარ წიგნში.
დროთა განმავლობაში კრისტალმა არა მხოლოდ ბიზნესმენის კეთილგანწყობა მოიპოვა, არამედ მისგან ქორწინების წინადადებაც კი მიიღო. ქორწილამდე 5 დღით ადრე ქალი "ოქროს გალიიდან" გაიქცა, თუმცა მალევე უკან დაბრუნდა... მოგვიანებით, კრისტალმა საკუთარ მდგომარეობას სტოკჰოლმის სინდრომი უწოდა.
როდესაც წყვილი დაქორწინდა, მაშინ კრისტალი 26 წლის იყო, ჰეფნერი კი - 86-ის. ქორწილამდე ჰეფნერმა ქალს ხელშეკრულება დაადებინა, რომლის თანახმადაც, კრისტალი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მის 47-მილიონიან ქონებაზე პრეტენზიას არ განაცხადებდა და მისი გარდაცვალების, ან განქორწინების შემთხვევაში, მხოლოდ აქციების ნაწილი და ცნობილი სასახლე გადაეცემოდა. მოგვიანებით მან კონტრაქტს კიდევ 7 მილიონი დოლარი დაემატა.
სხვათა შორის, ცოლის სტატუსს მისი ქმრის სექსუალურ ჩვევები სულაც არ შეუცვლია. სახლში ისევ ახალ-ახალი გოგონები მიდიოდნენ, ჰიუ ალკოჰოლს სვამდა, ნარკოტიკებს იღებდა და მათთან ერთად ერთობოდა.
ჰეფნერი პრეზერვატივს პრინციპულად არ იყენებდა. ამიტომაც, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების არსებობა რომ გამოერიცხა, გინეკოლოგებს რეგულარულად იწვევდა და ყველა გოგონას, რომლებთანაც ურთიერთობას აპირებდა, ამოწმებინებდა.
ბიზნესმენის ფავორიტმა ტყუპმა გოგონებმა - კარისამ და კრისტინამ თქვეს, რომ ჰეფნერმა ქლამიდიით დააინფიცირა. ერთ-ერთი და, კარისა, 2009 წელს ჰეფნერისგან დაორსულდა და ფარულად აბორტიც გაიკეთა.
"არ მინდოდა, ჰიუს ამის შესახებ გაეგო. სიცოცხლის ბოლომდე არ გაუგია, რომ მისგან ორსულად ვიყავი. არ მსურდა, ამ ურჩხულისაგან შვილი გამეჩინა. საკუთარი სხეული მეზიზღებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ჩემს სხეულში უცხოპლანეტელი ცხოვრობდა." - თქვა გოგონამ Mirror-თან ინტერვიუში.
ერთ დღეს "კურდღლებმა" საძინებელში აღმოაჩინეს, რომ კამერები ეყენა. ჰეფნერი გეგმავდა, თუ ფავორიტი გოგონებიდან რომელიმე გაქცევას ან აჯანყებას გადაწყვეტდა, ჩანაწერებით დააშანტაჟებდა.
ბოლო წლებში ჰიუ ჰეფნერი ვიაგრაზე გახდა დამოკიდებული, რამაც სმენის პრობლემები შეუქმნა და 2014 წლიდან მის სახლში წვეულებები აღარ იმართებოდა. მას აღარც სქესობრივი ცხოვრება შეეძლო, ამიტომაც ცოლი მისთვის უფრო მედდად გადაიქცა...
ქმრის გარდაცვალების შემდეგ ქალმა იმპლანტები ამოიღო, ქუსლიან ფეხსაცმელებს თითქმის აღარ იცვამს და არც სექსუალური ჩაცმულობა მოსწონს. წავიდა სამოგზაუროდ, ეწვია ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის ქვეყნებს. იქამდე კრისტალ ჰარისს მოგზაურობის საშუალება არასოდეს ჰქონია - ქმარი უკრძალავდა. გარდა ამისა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ანდერძით მიღებული ქონებით საკუთარი კომპანია გახსნა, რომელიც უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მუშაობს.
მას ჰეფნერისათვის მიცემული სიტყვის გატეხვა და მასზე ცუდი რაღაცების თქმა არ უნდოდა, თუმცა #Metoo კამპანიამ აიძულა, ამაზე ხმამაღლა ესაუბრა. გააცნობიერა, რამდენად დიდი ზეწოლის პირობებში უწევდა ცხოვრება და წიგნიც დაწერა.
"ზოგჯერ ძალიან ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. ჩემი ცხოვრების 10 წელი ამ ადგილს მივუძღვენი. თავი დავკარგე... და რისთვის? ჰიუს მემკვიდრეობა იშლება... ყველამ ნახა, რეალურად რა იყო Playboy. მაგრამ მე ვარ ის, ვინც ვარ, საკუთარი გამოცდილებით - კარგითაც და ცუდითაც." - წერს კრისტალ ჰარისი.