მსახიობი გიორგი ყიფშიძე და მისი ყოფილი მეუღლე - მოდელი კრისტი ყიფშიძე მრავალი წელია, ერთად არ ცხოვრობენ. განქორწინების შემდეგ გიორგი ყიფშიძემ კიდევ ორჯერ იქორწინა და სამი შვილიც გაუჩნდა. თუმცა კრისტი და გიორგი კვლავაც მეგობრობენ და ქალიშვილის მხარდასაჭერადაც ყოველთვის ერთიანდებიან. კრისტი ყოფილი მამამთილის - ზურა ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნასაც დაესწრო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.
ამჯერად კი ყოფილი ცოლ-ქმარი სერიალ "ცვალებადი ნიშნების" მეორე სეზონის პრემიერაზე გამოჩნდა, რომელშიც მათი ქალიშვილი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ნატალიას დედ-მამამ მასთან ერთად იპოზიორა და წარმატებებიც უსურვა სამსახიობო ასპარეზზე.