19 წლის მოდელი ელენე ეფრემიძე მოულოდნელად გარდაიცვალა - "როგორ უნდა დავიჯერო, რომ ეს სილამაზე აღარ არის?!" - მშობლები

19 წლის მოდელი ელენე ეფრემიძე მოულოდნელად გარდაიცვალა - "როგორ უნდა დავიჯერო, რომ ეს სილამაზე აღარ არის?!"

2024-01-29 19:31:36+04:00

თბილისში 19 წლის გოგონა ელენე ეფრემიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობაა, თუმცა ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

გოგონა მოხალისეობრივ საქმიანობებში, საზოგადოებრივ აქტივობებში იყო ჩართული და პარალელურად მოდელობდა.

"ჩემო ლამაზო… შენ სულ ასეთი მემახსოვრები!" - წერს ვიზაჟისტი იაკო ცუხიშვილი, რომელსაც ხშირად უწევდა მოდელობას ელენე, და მის ფოტოს აქვეყნებს.

417498190-7296535013718403-2772118941100113437-n-1706542639.jpg

ელენეს შესახებ წერენ მისი მეგობრები და უბრალოდ ნაცნობები:

  • "გარდაიცვალა ჩემი და ჩვენი თვალციმციმა მეგობარი ელენე ეფრემიძე..."
  • "როგორ უნდა დავიჯერო, რომ ეს სილამაზე აღარ არის?!"
  • "ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს. იქ, ზევით მშვიდად განისვენე."
  • "შენ ხომ დიდი მიზნები და ოცნებები გქონდა უთბილესი და განსაკუთრებული იყავი ".
  • "გოგონა ლამაზი მიზნებითა და იდეებით... გოგონა, რომელიც ულამაზესი იყო... გოგონა რომელიც მუდამ ალამაზებდა არე-მარეს..."