რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. მამინაცვალს 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა. მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობელმა პოლიციაში დარეკა, რადგან სახლიდან ყვირილის ხმა ისმოდა. როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა სახლიდან ხმაური ისმოდა და მეზობლებს იქიდან ბავშვის ტირილის ხმა სხვა დროსაც გაუგიათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 33 წლის მამინაცვალი მოზარდს სისტემატურად აუპატიურებდა, მათ შორის, დედის თანდასწრებით.ბრალდებულ ქალს გუშინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება მოძალადე მამინაცვალს, მას 19 წლიანი პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდეს, თუმცა პედოფილიაში მხილებულ კაცს მალე ბრალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუმძიმებენ, ამჯერად, ტრეფიკინგის მუხლით. განაგრძეთ კითხვა