ვარსკვლავები, რომლებიც შხაპის ხშირ მიღებაზე უარს ამბობენ, კბილების გამოხეხვა და დეოდორანტებიც არ უყვართ და ახლობლებს უსიამოვნო სუნით აწუხებენ და საზოგადოებაში დასვრილი ტანსაცმლით ჩნდებიან - ისინი ამას ეკოლოგიის დაცვით ხსნიან - მშობლები

ვარსკვლავები, რომლებიც შხაპის ხშირ მიღებაზე უარს ამბობენ, კბილების გამოხეხვა და დეოდორანტებიც არ უყვართ და ახლობლებს უსიამოვნო სუნით აწუხებენ და საზოგადოებაში დასვრილი ტანსაცმლით ჩნდებიან - ისინი ამას ეკოლოგიის დაცვით ხსნიან

2024-01-30 14:40:43+04:00

როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავებს ვუყურებთ, გვეჩვენება, რომ ისინი ყველაფერში სრულყოფილები არიან. როგორც წესი, სხვადასხვა ღონისძიებასა და წითელ ხალიჩაზე გამორჩეული სამოსით, ვარცხნილობითა და აქსესუარებით არიან წარმოდგენილნი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჰიგიენურ ნორმებს ხშირად უგულებელყოფენ, უარს ამბობენ შხაპის მიღებასა და დეოდორანტების გამოყენებაზე:

ბრიტნი სპირსი

1-1706611414.jpeg

ბრიტნი სპირსი მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ხშირად უნახავთ. როგორც ამბობენ, სახლში დაბრუნებისას, ტანსაცმელს პირდაპირ იატაკზე ყრის და იქვე ტოვებს. მისი დიასახლისები აღნიშნავენ, რომ მომღერლის ოთახი სხვადასხვა ნარჩენით, საჭმლის ნამცეცებითაა სავსე...

ვარსკვლავის ყოფილმა მცველმა ისიც თქვა, რომ სპირსი ძალიან ბევრს ეწევა, კბილების გახეხვა არ უყვარს, დეოდორანტს არ იყენებს, რამდენიმე დღე შხაპის გარეშე ძლებს და ჭუჭყიანი თმით დადის.

მეგან ფოქსი

2-1706611426..jpeg

მეგან ფოქსი, როგორც წესი, საზოგადოებაში მოწესრიგებული სამოსითა და იმიჯით ჩნდება. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში ვარსკვლავმა თქვა, რომ ცუდი მეხსიერება აქვს. მან აღიარა, რომ უნიტაზის ჩარეცხვა ავიწყდება... არა მარტო საკუთარ სახლში, არამედ მაშინაც, როცა სტუმრადაა.

რობერტ პატინსონი

3-1706611437.jpeg

"ბინდის" გადაღებების დროს ვარსკვლავები ხშირად ამბობდნენ, რომ რობერტ პატინსონთან, უსიამოვნო სურნელის გამო, დიდხანს გაჩერება უჭირდათ. როგორც გაირკვა, მსახიობს არა თუ არ უყვარს თავის დაბანა, არამედ ამის აზრსაც ვერ ხედავს. მეტიც, მსახიობს შეუძლია, დაუბანელი თავით 6 კვირაც კი იაროს!

ჯონი დეპი

4-1706611452.jpeg

როგორც ამბობენ, პირადი ჰიგიენის მიმართ ჯონი დეპიც უყურადღებოა. ვარსკვლავი თვლის, რომ შხაპის ხშირი მიღება აუცილებელი არ არის. მასთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ დეპი იშვიათად ბანაობს და შესაძლოა, ერთი და იგივე ტანსაცმელი, ისე, რომ არ გარეცხოს, კვირების განმავლობაში ეცვას...

გვინეტ პელტროუ

5-1706611480.jpeg

ეს მსახიობი, როგორ წესი, ეკრანზე შესანიშნავად გამოიყურება. თუმცა, მისი ახლობლები საუბრობენ, რომ ვარსკვლავის არასასიამოვნო სუნი აწუხებთ. თავად პელტროუმ განაცხადა, რომ დეოდორანტების გამოყენება არ უყვარს, რადგანაც ფიქრობს, რომ ისინი კანცეროგენებსა და ალუმინს შეიცავს და ჯანმრთელობისათვის საზიანოა. მას ურჩევნია, ბუნებრივი სურნელი ჰქონდეს...

ჯენიფერ ენისტონი

6-1706611491.jpeg

ჯენიფერ ენისტონი 54 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. თუმცა, როგორც ამბობენ, მსახიობი დიდი რაოდენობით ყავას სვამს და უსიამოვნო სუნი აქვს. ამავდროულად, მისი ახლობლები აღნიშნავენ, რომ მსახიობს შეუძლია, საკუთარი საცვლები მთელ ოთახში მიმოფანტოს და არ მოაწესრიგოს.

ლეონარდო დიკაპრიო

7-1706611503.jpeg

ცნობილი მსახიობი გარემოსდაცვითი აქტიურობითაც გამოირჩევა და არ სურს, დიდი რაოდენობით წყალი დახარჯოს. ამიტომ, შხაპს იშვიათად იღებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ვარსკვლავი საკუთარ ნაგავსა და ნარჩენებს თავადვე ახარისხებს და ამუშავებს, რაც საერთო სურნელზე მოქმედებს.

უმა თურმანი

8-1706611514.jpeg

ვარსკვლავის კოლეგები ამბობენ, რომ მას არ აინტერესებს, რას და რა ფორმით ჩაიცვამს. ამიტომ, გადაღებებზე ხშირად დალაქავებული, დასვრილი ტანსაცმლით მიდის და ზოგჯერ, სამოსზე საკვების ნარჩენებიც კი აქვს...

ბრედლი კუპერი

9-1706611527.jpeg

ბრედლი კუპერიც იმ ვარსკვლავთა სიაშია, რომლებიც დეოდორანტების გამოყენებაზე უარს ამბობენ. ამიტომაც, მის ახლობლებს არასასიამოვნო სუნი ხშირად აწუხებთ.

კამერონ დიასი

10-1706611540.jpeg

ხშირად ამბობენ, რომ კამერონ დიასი სახლის იდეალურად მოწესრიგების მომხრეა და უცხო ადგილებში კარის სახლურებს ხელს არ ჰკიდებს, რომ რაიმე ინფექცია და ბაქტერია არ გადაედოს.

თუმცა, როგორც გაირკვა, ეს მსახიობის სამოსსა და პირად ჰიგიენას არ ეტყობა. დიასი ამბობს, რომ, დაახლოებით, 20 წელია დეოდორანტებს არ იყენებს და შეუძლია, რამდენიმე დღის განმავლობაში გაურეცხავი ტანსაცმელი ეცვას. ამიტომაცაა, რომ ხშირ შემთხვევაში, პაპარაცულ ფოტოებზე დასვრილი სამოსითაა წარმოდგენილი.

ზაკ ეფრონი

11-1706611551.jpeg

ზაკ ეფრონი ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად არაერთხელ აღიარეს. თუმცა, როგორც ამბობენ, მსახიობს ვარჯიშისა თუ გადაღებების შემდეგ შხაპის მიღება არ უყვარს. მუდმივად სველ ხელსახოცებს იყენებს და ამიტომაც, არასასიამოვნო სურნელი ირგვლივ მყოფებს აწუხებთ.

ჯულია რობერტსი

12-1706611570.jpg

ჯერ კიდევ 2008 წელს ჯულია რობერტსმა ოპრა უინფრის შოუში თქვა, რომ დეოდორანტებს არ იყენებს. ზოგიერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ მსახიობს არც საპნების გამოყენება უყვარს. მისი დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა თქვა, რომ ჯულიას შხაპის მიღება არ უყვარს და არასასიამოვნო სუნი ხშირად აწუხებდათ.

კრისტენ სტიუარტი

13-1706611602.jpeg

როგორც ამბობენ, კრისტენ სტიუარტსაც არ უყვარს შხაპის მიღება. გარდა ამისა, თავს იშვიათად იბანს და არც კბილებს იხეხავს. მსახიობი ამბობს, რომ ბუნებრივი სუნი მოსწონს და არც დეოდორანტებს იყენებს.

ორლანდო ბლუმი

14-1706611615.jpeg

როგორც ამბობენ, ორლანდო ბლუმის და სუპერმოდელ მირანდა კერის დაშორების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ მსახიობი პირად ჰიგიენას უგულებელყოფდა. ამბობენ, რომ ორლანდოს შეუძლია ტანსაცმლის გამოცვლისა და შხაპის მიღების გარეშე კვირების განმავლობაშიც კი იაროს.

კორტნი კარდაშიანი

15-1706611626.jpeg

2013 წელს, როცა კორტნი კარდაშიანმა გოგონა გააჩინა, მას ძუძუთი კვებავდა და იმ პერიოდიდან დეოდორანტების გამოყენებაზე საერთოდ უარი თქვა. ვარსკვლავი გეგმავდა, საკუთარი დეოდორანტი დაემზადებინა, რომლის შესაქმნელადაც სიმინდის სახამებელსა და საკვებ სოდას გამოიყენებდა.

ბინძური სახლი, უარი შხაპზე... - მილიონერი ვარსკვლავები, რომლებიც რატომღაც პირად ჰიგიენასა და წესრიგს ყურადღებას არ აქცევენ