"ძალიან მეტყობა, რომ დასიებული თვალები მაქვს, იმიტომ, რომ ბევრი ვიტირე... არ მეგონა, რომ ამაზე მომიწევდა თქვენთან საუბარი... " - თათია შარანგია მორიგ გამოწვევაზე - მშობლები

"ძალიან მეტყობა, რომ დასიებული თვალები მაქვს, იმიტომ, რომ ბევრი ვიტირე... არ მეგონა, რომ ამაზე მომიწევდა თქვენთან საუბარი... " - თათია შარანგია მორიგ გამოწვევაზე

2024-01-31 08:34:40+04:00

ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს მისი გადაცემა "სთორის" დახურვის შესახებ:

"მე მგონი ძალიან მეტყობა, რომ დასიებული თვალები მაქვს, იმიტომ, რომ ბევრი ვიტირე. ემოციური ადამიანი ვარ, არ ვიცი, ეს ჩემი ნაკლია თუ დადებითი თვისება. არ მეგონა, რომ ამაზე მომიწევდა თქვენთან საუბარი. ჩემი და "ფორმულას" თანამშრომლობა დასრულდა. "სთორი" აღარ გავა ფორმულას ეთერში. ეს ჩემთვის ერთი დიდი ეპოქის დასასრულია, ძალიან მტკივნეულია... მაგრამ მე ასეთი ადამიანი ვარ. დღეს ძალიან ბევრს ვიტირებ, ხვალ კი გავიღვიძებ დიდი შემართებით და მივხვდები, თუ სად არის ჩემი ადგილი. და "სთორი" აუცილებლად მოგესალმებათ სხვა პლატფორმიდან".

თეკლა ჟვანია