რამდენად სწორად იყენებ სასვენ ნიშნებს? - ტესტი, რომელიც თქვენს ცოდნას შეამოწმებს - მშობლები

რამდენად სწორად იყენებ სასვენ ნიშნებს? - ტესტი, რომელიც თქვენს ცოდნას შეამოწმებს

2024-01-31 14:45:45+04:00

ეს მარტივი ტესტი შეამოწმებს, რამდენად სწორად იყენებთ სასვენ ნიშნებს:

1. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო საკითხი კარგად ვიცოდი, დაწერა მაინც გამიჭირდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო საკითხი კარგად ვიცოდი დაწერა მაინც გამიჭირდა.
  • მიუხედავად იმისა რომ საგამოცდო საკითხი კარგად ვიცოდი, დაწერა მაინც გამიჭირდა.

2. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • გვინდოდა, ღონისძიებას დავსწრებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი გეგმები შეიცვალა.
  • გვინდოდა, ღონისძიებას დავსწრებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი გეგმები შეიცვალა.
  • გვინდოდა ღონისძიებას დავსწრებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი გეგმები შეიცვალა.

3. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • ხან მომწონს, ხან არა, არ ვიცი, რომელი ავირჩიო.
  • ხან მომწონს, ხან არა, არ ვიცი რომელი ავირჩიო.
  • ხან მომწონს, ხან - არა, არ ვიცი, რომელი ავირჩიო.

4. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • მეგონა გაითვალისწინებდი ჩემს რჩევას... იმედი გამიცრუე.
  • მეგონა, გაითვალისწინებდი ჩემს რჩევას. იმედი გამიცრუე.
  • მეგონა გაითვალისწინებდი ჩემს რჩევას - იმედი გამიცრუე.

5. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • თუ ფიქრობთ ეს დამაზარალებს, ძალიან ცდებით!
  • თუ ფიქრობთ, ეს დამაზარალებს, ძალიან ცდებით!
  • თუ, ფიქრობთ, ეს დამაზარალებს ძალიან ცდებით!

6. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • ყველაფერი, რაც დამავალეთ, ფაქტობრივად, მზად მაქვს.
  • ყველაფერი რაც დამავალეთ, ფაქტობრივად მზად მაქვს!
  • ყველაფერი რაც დამავალეთ, ფაქტობრივად, მზად მაქვს.

7. რომელ წინადადებაში სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • მე წიგნის წაკითხვა მიყვარს, ჩემს ძმას - ეზოში თამაში.
  • მე წიგნის წაკითხვა მიყვარს, ჩემს ძმას ეზოში თამაში.
  • მე წიგნის წაკითხვა მიყვარს ჩემს ძმას, ეზოში თამაში.

8. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • ჩემი მეზობელი მარინა ამაშუკელი ძალიან კარგი ქალია.
  • ჩემი მეზობელი, მარინა ამაშუკელი ძალიან კარგი ქალია.
  • ჩემი მეზობელი, მარინა ამაშუკელი, ძალიან კარგი ქალია.

9. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • კარგად რომ წაიკითხო, ბევრი უნდა ივარჯიშო.
  • კარგად, რომ წაიკითხო, ბევრი უნდა ივარჯიშო.
  • კარგად რომ წაიკითხო ბევრი უნდა ივარჯიშო.

10. რომელი წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • შოთა რუსთაველმა პოემა ვეფხისტყაოსანი მე-12 საუკუნეში დაწერა.
  • შოთა რუსთაველმა პოემა "ვეფხისტყაოსანი" მე-12 საუკუნეში დაწერა.
  • შოთა რუსთაველმა, პოემა ვეფხისტყაოსანი, მე-12 საუკუნეში დაწერა.

11. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • გინდა, საღამოს სასეირნოდ წავიდეთ?
  • გინდა საღამოს, სასეირნოდ წავიდეთ?
  • გინდა საღამოს სასეირნოდ წავიდეთ?

12. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • ადრე გართობა მიყვარდა ახლა სახლში ყოფნა მირჩევნია.
  • ადრე, გართობა მიყვარდა ახლა სახლში ყოფნა მირჩევნია.
  • ადრე გართობა მიყვარდა, ახლა სახლში ყოფნა მირჩევნია.

13. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • ალბათ, ამ პროექტზე ბევრი იფიქრეთ.
  • ალბათ ამ პროექტზე, ბევრი იფიქრეთ.
  • ალბათ ამ პროექტზე ბევრი იფიქრეთ.

14. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო."
  • "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო."
  • "მოყვარეს პირში უძრახე მტერს, პირს უკანაო."

15. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

  • "ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია."
  • "ვინ, მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია."
  • "ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია."

სწორი პასუხები:

  1. მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო საკითხი კარგად ვიცოდი, დაწერა მაინც გამიჭირდა.
  2. გვინდოდა, ღონისძიებას დავსწრებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი გეგმები შეიცვალა.
  3. ხან მომწონს, ხან - არა, არ ვიცი, რომელი ავირჩიო.
  4. მეგონა, გაითვალისწინებდი ჩემს რჩევას... იმედი გამიცრუე.
  5. თუ ფიქრობთ, ეს დამაზარალებს, ძალიან ცდებით!
  6. ყველაფერი, რაც დამავალეთ, ფაქტობრივად, მზად მაქვს.
  7. მე წიგნის წაკითხვა მიყვარს, ჩემს ძმას - ეზოში თამაში.
  8. ჩემი მეზობელი, მარინა ამაშუკელი, ძალიან კარგი ქალია.
  9. კარგად რომ წაიკითხო, ბევრი უნდა ივარჯიშო.
  10. შოთა რუსთაველმა პოემა "ვეფხისტყაოსანი" მე-12 საუკუნეში დაწერა.
  11. გინდა, საღამოს სასეირნოდ წავიდეთ?
  12. ადრე გართობა მიყვარდა, ახლა სახლში ყოფნა მირჩევნია.
  13. ალბათ, ამ პროექტზე ბევრი იფიქრეთ.
  14. "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო."
  15. "ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია."