"რა შუაშია ძველი ამბები იმასთან, რაც ახლა არ გამოდის?" -  რა გავლენა აქვს უარყოფით ემოციებს ადამიანზე - მშობლები

"რა შუაშია ძველი ამბები იმასთან, რაც ახლა არ გამოდის?" -  რა გავლენა აქვს უარყოფით ემოციებს ადამიანზე

2024-02-01 10:42:30+04:00

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე საუბრობს, რამდენად დიდი გავლენა აქვს ადამიანზე ნეგატიურ ემოციებს და როგორ შეიძლება, ამ ემოციებს გავუმკლავდეთ:

- ძალიან პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ და გაითვალისწინეთ. ნეგატიურ, უარყოფით ემოციას გამრავლებისკენ სწრაფვა ახასიათებს. ანუ, ის, პოზიტიურისაგან განსხვავებით, მრავლდება. ეს ნიშნავს, რომ თუ რაღაც ცუდი შემემთხვა, მაგალითად, სამსახურიდან გამიშვეს, ამის გამო ცუდად ვარ და პარალელურად, მახსენდება, 5 წლის ვიყავი, დედაჩემმა რომ მდუღარე გადამასხა, 9 წლის მამაჩემმა მიგვატოვა, 12 წლის ასაკში ფეხი მოვიტეხე, 15 წლის ასაკში შეყვარებული დამშორდა, 17 წლისას მანქანა დამეტაკა - რა შუაშია ეს? ჩვენს ტვინს, რაც კი რამე ცუდი მომხდარა ცხოვრებაში, ამოაქვს. პოზიტივს ეს არ ახასიათებს. აღარ ფიქრობს, კიდევ რა გაგიხარდათ ცხოვრებაში. ნეგატივზე მოქმედებს. მაგრამ, ჩემთან აღარ მუშაობს... "გეგმები ჩავუშალე." როგორც კი ასეთი აზრები მომდის, მეცინება და ვფიქრობ, რა შუაშია ძველი ამბები იმასთან, რაც ახლა არ გამოდის.