საყვარელი ადამიანების მიმართ სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებას ბევრი ვერ ახერხებს. გამოკითხვების თანახმად, მამაკაცების 52%-ს ერთხელ მაინც უღალატია ქალისთვის, 40%-ს კი ეს ქორწინების დროს გაუკეთებია. ფსიქოლოგები ღალატის არაერთ მიზეზს ასახელებენ. მათ შორის, სექსუალური დაუკმაყოფილებლობა, საკუთარი თავის მიმართ რწმენის გაძლიერება, ბავშვობის ტრავმა, გაზრდილი ლიბიდო და სხვა.
ბევრი მამაკაცი ღალატის აღიარებას ვერ ბედავს და სურს, ქალი ტყუილში აცხოვროს. თუმცა, სხეულის ენის სპეციალისტებმა შეადგინეს 8 ნიშანი, რომლებიც დაგეხმარებათ, ამოიცნოთ, რომ მამაკაცი გატყუებთ და შესაძლოა, გღალატობთ:
სხეულის ენის ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანი, როცა სიმართლეს ამბობს, ხელებს მოსაუბრეს აჩვენებს, ხოლო როცა იტყუება, მათ დამალვას ცდილობს. ამიტომაც, ყურადღება მიაქციეთ, როგორი პოზიციით აქვს მას ხელები. თუ ჯიბეში აქვს ჩაწყობილი, ამ მაგიდის ქვეშ ათავსებს, მაშინ შესაძლოა, ეჭვი გაგიჩნდეთ, რომ ის გატყუებთ.
სხეულის ენის სპეციალისტები კიდევ ერთ ხრიკს გვასწავლიან: ყოველგვარი პროვოკაციული კითხვების გარეშე, მიუახლოვდით მამაკაცს და სთხოვეთ, ხელები გაჩვენოთ. თუ ის ხელისგულებს გაჩვენებთ, მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვთ. ხოლო, თუ საპირისპირო მიმართულებით წარმოადგენს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას მალავს.
როდესაც მამაკაცს ქალი გულწრფელად უყვარს, ცდილობს, მის მიმართ ნაზი იყოს. სწორედ ამიტომ, თუ რაღაც მომენტში მისმა ჟესტებმა მოულოდნელად რომანტიკულის ნაცვლად, მეგობრული ტონი მიიღო, მაშინ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ შესაძლოა, თქვენ მიმართ გრძნობები შეეცვალა.
თუ მამაკაცი ნერვიულად ეხება თმას, მკლავზე ხელს ისვამს ან ცდილობს, ზურგი გაასწოროს, ეს ნიშნავს, რომ მისი ფიქრები ამჟამად სადღაც, ძალიან შორს ტრიალებს. ღელავს იმაზე, რომ საიდუმლომ არ გაჟონოს და ამ გზით თავდაცვას ცდილობს. ექსპერტების აზრით, საუბრის დროს სხეულთან შეხება შფოთვისა და ნერვიულობის უტყუარი ნიშანია.
სხეულის ენის სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მამაკაცი სექსის შემდეგ ქალს არ ეხუტება და სითბოს არ გამოხატავს, ეს ნიშნავს, რომ ის მისთვის სრულიად უინტერესოა. აღნიშნული ნიშანი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა ჩვევის ცვლილებას ამჩნევთ. მაგალითად, თუ მას ადრე სექსის შემდეგ თქვენთან ჩახუტება, საუბარი მოსწონდა და ახლა ცდილობს, უხილავი კედელი ააგოს და თქვენთან კომუნიკაცია გაწყვიტოს, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, მისი ფიქრები სხვაგან იყო და თქვენ მისთვის საინტერესო აღარ იყოთ.
თუ მამაკაცს ჩვევები შეეცვალა, ახლა განსაკუთრებით ნერვიულობს იმაზე, რას ჩაიცვამს, როგორ გამოიყურება და ეს ჩვევები აქამდე არ ჰქონია, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ სხვა ადამიანისათვის თავის მოწონებას ცდილობს...
თუ მამაკაცი თვალს გარიდებთ და მზერას ვერ გისწორებთ, ეს ნიშნავს, რომ გატყუებთ და ეშინია, რომ მისი საიდუმლო არ გამჟღავნდეს. ტყუილად არ ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა. ამიტომაც, ამ გზით ბევრი რამის გაგება შეგიძლიათ.
თუ მამაკაცი თქვენთან ერთად დროს მხიარულად ატარებდა, ბედნიერი იყო და მოულოდნელად პირქუშ ადამიანად გადაიქცა, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ აღარ მოსწონხართ, სხვა უყვარს და ამ ურთიერთობაზე ნერვიულობს. სტრესული მდგომარეობა, რომელიც დროთა განმავლობაში ქრონიკული ხდება, ღალატის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.
სხეულის ენის ექსპერტები ამ ნიშანს ორალურ რეფლექსს უწოდებენ, რომლის დროსაც ადამიანს არ სურს, უარყოფითი აზრები მიიღოს და ქვეცნობიერი გონებას ეუბნება, რომ პირზე ხელი აიფაროს. თუ მამაკაცს რაიმე შეკითხვას უსვამთ და ის ცდილობს, პირზე ხელის გული მიიფაროს, სამწუხაროდ, ეს კარგს არაფერს ნიშნავს.