პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინის პროგრესირებადი მიმართულებაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სახისა თუ სხეულის ამა თუ იმ ნაწილის კორექტირება, შელამაზება, აღდგენა. ის, რაც მანამდე აკომპლექსებდა ადამიანს, სწორად ჩატარებული ესთეტიკური რეკონსტრუქციის შემდეგ თავდაჯერებულობას მატებს და შესაძლოა მისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცეს... დღეს ძალიან პოპულარულია ბოტოქსისა თუ ფილერის ინიექციები, თუმცა დაუშვებელია გაურკვეველი წარმომავლობის სალონებსა და არაკვალიფიციურ სპეციალისტებთან მსგავსი პროცედურების ჩატარება, რადგან მათ მიერ დაშვებული შეცდომა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს.
რა სახის პლასტიკური ოპერაციებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი და როგორია მათი ღირებულება, ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის პლასტიკურ ქირურგს, თამარ ზამთარაძეს გავესაუბრეთ.
- ჩვენს ქვეყანაში პლასტიკურ ოპერაციებში ცხვირის ოპერაცია - რინოპლასტიკა ლიდერობს. კავკასიის რეგიონია და, მოგეხსენებათ, აქ ყოველთვის ასე იყო. ბოლო დროს ქალებში უფრო აქტუალური გახდა მუცლის პლასტიკა - ე.წ. დაკიდებული კანის ცხიმოვანი შრის კორექცია, რაც ნამშობიარები ქალების უმრავლესობას აწუხებს, ასევე მათ, ვინც წონაში მკვეთრად დაიკლო ბარიატრიული ოპერაციის შედეგად ან სხვა აქტივობით.
- თუ ცხვირის ოპერაცია მხოლოდ ესთეტიკისთვის კეთდება და ძგიდესთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არ არის, მაგალითად, სუნთქვის მკვეთრი შეზღუდვა, უხეში გამრუდება და ა.შ. 4 ათასი ლარიდან იწყება. თუ ძალიან პრობლემურია და პაციენტი მეორედ ან მესამედ იკეთებს (ასეც ხდება ხოლმე), საფასური იზრდება და ინდივიდუალურად დაადგენენ კონსულტაციის დროს.
- ამ შემთხვევაში სირთულე ქირურგისთვის იზრდება, მნიშვნელობა არა აქვს, რა სახის ოპერაცია ჩატარდა მანამდე, როცა ცხვირზე ერთხელ მაინც მოხდება ჩარევა, ხრტილის ნაწილი რეზერცირებული ანუ ამოკვეთილია და ხშირად მეორე ოპერაციის დროს სამუშაო მასალა აღარ გვხვდება - ის, რაზეც უნდა ააწყო ცხვირის მყარი კონსტრუქცია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ხრტილი სადონორო ადგილიდან აიღო - ნეკნის მიდამოდან, რადგან უფრო მყარია, ან ყურიდან, თუ დეფიციტი მცირეა. ამ დროს ოპერაცია ხანგრძლივდება, ქირურგისთვის უფრო შრომატევადია და ფასიც იზრდება. ამ ოპერაციის საფასური 5-6 ათასი ლარიდან იწყება. განაგრძეთ კითხვა