მოზარდმაყურებელთა თეატრი წარმოგიდგენთ მუტიმედიურ, ექსპერიმენტულ პროექტს „ოდისეა“ - მშობლები

მოზარდმაყურებელთა თეატრი წარმოგიდგენთ მუტიმედიურ, ექსპერიმენტულ პროექტს „ოდისეა“

2024-02-02 10:49:18+04:00

„ოდისეა“ წარმოადგენს მულტიმედიურ, ექსპერიმენტულ პროექტს, რომელშიც გაერთიანებულია დრამატული თეატრის, ანიმაციისა და კინო ხერხები. წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს - ყმაწვილთათვის ადაპტირებული „ოდისეა“, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ოცდამეერთე საუკუნის მაყურებლისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე ამეტყველდება. წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს - ასე ვთქვათ, „ხორციელი“ ადამიანი, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი, ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მამა და ანიმაციური გმირი - ოდისევსი, რომელიც ტროას ომის შემდეგ შინ დაბრუნებას ამაოდ ცდილობს. ამ საქმეში მას სწორედ ადამიანის დახმარება სჭირდება. მაყურებელი გაეცნობა და გაიხსენებს ისეთ მითოლოგიურ გმირებს, როგორებიც არიან: ზევსი, ჰერა, ჰერმესი, პოსეიდონი, იანუსი, აფროდიტე, პენელოპე, ტელემაქე და სხვა.

სპექტაკლის რეჟისორია ავთანდილ დიასამიძე, მხატვარი ლანა ყავრელიშვილი, რეჟისორის თანაშემწე ქეთი ქანთარია, მუსიკალური გაფორმება გიორგი კობერიძის.

„ ოდისეას“ ნახვა შესაძლებელია 1 და 27 მარტს 12 საათზე, ასევე 7 და 22 მარტს 19 საათზე.

0c60d8f8-7e82-40f6-830d-93699d036ee3-1706856694.jpg