მათ 50 წელი იცხოვრეს ერთად. ფელინის გარდაცვალების შემდეგ 5 თვეში მაზინაც გარდაიცვალა... მისი უკანასკნელი სურვილი იყო, ქმრის ფოტოთი ხელში დაეკრძალათ - კინოს ორი დიდი გენიოსის საოცარი სიყვარულის ამბავი - მშობლები

მათ 50 წელი იცხოვრეს ერთად. ფელინის გარდაცვალების შემდეგ 5 თვეში მაზინაც გარდაიცვალა... მისი უკანასკნელი სურვილი იყო, ქმრის ფოტოთი ხელში დაეკრძალათ - კინოს ორი დიდი გენიოსის საოცარი სიყვარულის ამბავი

2024-02-02 11:14:52+04:00

ფედერიკო ფელინის ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყოველთაოდ აღიარებულ კინორეჟისორად. ის კინოშედევრებს ქმნიდა, რომელთა უმრავლესობაში მისი მუზა და ერთადერთი სიყვარული - კინოს კიდევ ერთი ლეგენდა, მსახიობი ჯულიეტა მაზინა თამაშობდა.მას, მსახიობს საოცარი ოსტატობით, შეარქვეს "ჩაპლინი კაბაში".

წყვილმა ერთმანეთი რადიოში გაიცნო. მაშინ მაზინას ჯულია ერქვა და რადიოგადაცემებში მონაწილეობდა, სცენარებს კი ფელინი წერდა.

წყვილს მალევე შეუყვარდა ერთმანეთი და 1943 წელს იქორწინეს. ფედერიკოს თხოვნით, მაზინამ ჯულიეტა დაირქვა.

4338531673fd22fb72be4baea10e042f-1706858540.jpg

მათ 50 წელი იცხოვრეს ერთად. ჯულიეტას ყველაზე მნიშვნელოვანი კინოროლები სწორედ ფელინის გენიალურ ფილმებში აქვს შესრულებული - "გზა", "კაბირიას ღამეები", "ჯინჯერი და ფრედი", "ჯულიეტა და სუნამო"...

coverlg-home-1706858559.jpg

1993 წლის მარტს ფელინის "ოსკარი" გადასცეს კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის. ოქტომბერში წყვილი ოქროს ქორწილის აღნიშვნას გეგმავდა, თუმცა 15 ოქტომბერს ფელინი ინსულტით მოხვდა საავადმყოფოში. 31 ოქტომბერს გარდაიცვალა, ჯულიეტასთან ქორწინებიდან 50 წლისა და ერთი დღის თავზე.

009130521080132-740x521-1706858578.jpg

ჯულიეტა იმ დროს უკვე ფილტვების სიმსივნეს ებრძოდა. ქმრის გარდაცვალებამ მოვლენები დააჩქარა და ის 5 თვეში, 1994 წლის 23 მარტს გარდაიცვალა... მისი უკანასკნელი სურვილი იყო, დაეკრძალათ ფედერიკოს გვერდით და ფედერიკოს ფოტოთი ხელში...

3318a970bc39-1706858595.jpg

წყარო