"ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმას, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა... მას 5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი" - ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ქორწინებებზე - მშობლები

"ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმას, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა... მას 5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი" - ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ქორწინებებზე

2024-02-03 13:32:11+04:00

ანიტა რაჭველიშვილს სამშობლოში სხეულის ფორმები დაუწუნეს. მეცო სოპრანომ, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ რეჟისორებთან, ქორეოგრაფებთან მუშაობს, თურმე არ იცის, სცენაზე რა ჩაიცვას და რა იცეკვოს. ქართულ სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა, ანიტას და სუხიშვილების მოცეკვავეების ცეცხლოვან ტანგოს. ვიდეო 5 წლის წინ არის ჩაწერილი, მაგრამ რატომღაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვირუსივით.

ამ ხმაურიან, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელ კომენტარებს მომღერალი არ გამოხმაურებია. ის კარიერის იმ საფეხურზე დგას, როცა სახელი მოპოვებული აქვს. მის პირად ცხოვრებაშიც სიმშვიდე და სტაბილურობაა. ის და მისი ქმარი ოთარ მაისურაძე ოჯახური იდილიით ტკბებიან.. მომღერალმა ამ ეტაპამდე რთული გზა გაიარა.

- ალბათ, თქვენი პირადი ცხოვრებით ხშირად ინტერესდებიან...

- როდესაც ადამიანი ასეთ კარიერას იწყებ, გაცნობიერებული გაქვს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევაც იქნება. უნდა ეცადო, ისეთი არაფერი გააკეთო, რის გამოც შეიძლება შეგრცხვეს. იდეალური თუ არა, სამაგალითო მაინც უნდა იყო, რომ მერე არ გაწითლდე და თავის დახრა არ მოგიწიოს.

- ყოფილა შემთხვევა, როცა ამის გამო ძალიან გაღიზიანებულხარ?

- არიან ფანები, რომელიც სამწუხაროდ, ჯანსაღი აზროვნების ზღვარს სცდებიან. ერთხელ იმის გამო გავილანძღე, რომ ფეისბუქზე ჩემი დისშვილების ფოტო დავდე. მითხრეს, როგორ ბედავ ამას, შენ არტისტი ხარო. თურმე მხოლოდ ის ფოტოები უნდა დავდო, სადაც საღამოს კაბებში ვარ გადაღებული. არიან ისეთებიც, ვინც საათობით ყვავილებით ხელში თეატრის წინ მელოდებიან. ისინი ძალიან უცნაური ადამიანები არიან და მათი ცოტა მეშინია.

პირველი ქორწინება

ანიტა რაჭველიშვილს უიღბლო ქორწინების გამოცდილება აქვს. იტალიელ ქმარს, ტენორ რიკარდო მასიას ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა."5 წელიწადზე მეტი. საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაშორება ტკივილში გადაზრდილიყო. დაშორების გადაწყვეტილება მე მივიღე. ქართველი კაცები მენტალიტეტით უფრო ახლოს არიან ჩემთან, ვიდრე ევროპელები ან ამერიკელები, რომელთანაც საერთო ენის გამონახვას თითქმის ვერ ვახერხებ. ქართველმა კაცებმა ქალის სხვანაირი პატივისცემა იციან. იქაურმა კაცებმა ისეთი ელემენტარული რაღაცებიც არ იციან, რაც ქალისთვის სკამის გაწევა ან კარის გაღებაა. ჩემს ყოფილ მეუღლესთან ნელ-ნელა შევეგუე ამ ფაქტს, რომ კარსაც არავინ მიღებდა, მაგრამ ეს საწყენი არ ყოფილა. განაგრძეთ კითხვა