ტანმოვარჯიშე და წამყვანი ქეთევან ხატიაშვილი ორსულად არის და მეორე შვილს ელოდება. ორსულობის პერიოდში ვარჯიში არ შეუწყვეტია და სხვა ორსულებსაც ასწავლის ხოლმე სასარგებლო მოძრაობებს.
ამჯერად, უკვე 35 კვირის ფეხმძიმე ქეთიმ ჩაწერა ვიდეო და აღნიშნა, რომ უკვე, მე-8-მე-9 თვიდან იღლება და აკეთებს საგანგებო ვარჯიშებს, რომლებიც მდგომარეობას უმსუბუქებს.