17 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც მისი დედა, მაკა რიგვავა გვიამბობს, გოგონა 3 წლიდან ლოგინსაა მიჯაჭვული.
"მარიამი 3 წლიდან არის ავად, შუნტირება გაუკეთდა იაშვილის კლინიკაში და ოპერაციის შემდეგ 6 თვეში დაემართა ცერებრალური დამბლა, ანუ უკუჩვენება ოპერაციაზე. მარიამი უკვე 17 წლისაა და ბოლო 5 წელია უმძიმესი ფორმის ეპილეფსიური შეტევები აქვს, ასევე ბოლო ერთი წელია ხშირად აქვს სისხლიანი ღებინება,რისი მიზეზიც ვერ დაადგინეს. ახლა უნდა გაკეთდეს ანალიზები, რის ნაწილსაც სახელმწიფო დაგვიფინანსებს, მაგრამ დიდი ნაწილი ჩვენ უნდა ავაგროვოთ.
მარიამი არის მწოლიარე, ჯდომაც კი არ შეუძლია. აქვს ასევე ქვედა კიდურების ამოვარდნა და დისპლაზია, ოპერაცია ვერ კეთდება,რადგან მძიმე ფორმის და ხშირი შეტევები აქვს. სახლიდან ვერ გავდივარ, რადგან ძალიან განიცდის ჩემს არყოფნას და ცუდად ხდება ამიტომ მიწევს სახლში მუშაობა. ვკერავ ფერად კარვებს და ამით ვარჩენ ოჯახს. მარიამი უფროსი შვილია,კიდევ 3 უმშვენიერესი გოგო მყავს, სრულიად ჯანმრთელები
ამდენი ხანი სტაბილურობის შემდეგ დაემართა რაღაც ვირუსი, მაღალი სიცხეებით და საშინელი ხველებით,რაც მარიამისთვის ძალიან საშიშია. ეპილეფსიური შეტევები უკონტროლო გახდა ამ სიცხეების ფონზე და მთელი დღე ვზივართ გვერდით,რადგან გვერდიდან აღარ გვიშორებს, ძალიან ნერვიულობს... შემიძლია შემოგთავაზოთ ჩემი ნამუშევრები, კარვები, საოჯახო თეთრეული," - ამბობს მაკა რიგვავა.
მიმღები მაკა რიგვავა
საქართველოს ბანკი:#GE94BG0000000814954900
თიბისი ბანკი:#GE62TB7116045061600016