მეფე ჩარლზს სიმსივნე აქვს - მის მოვალეობებს პრინცი უილიამი შეასრულებს - მშობლები

მეფე ჩარლზს სიმსივნე აქვს - მის მოვალეობებს პრინცი უილიამი შეასრულებს

2024-02-06 09:05:46+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით პრინცესა ქეით მიდლტონის საკმაოდ რთულ ოპერაციაზე, რის გამოც ის მოვალეობებს ვეღარ ასრულებს. ახლა კი გავრცელდა ცნობა, რომ ჩარლზ მესამეს სიმსივნე აქვს და მკურნალობას იწყებს. მის მოვალეობებს კი ამ პერიოდში მისი ვაჟი უილიამი შეასრულებს.

75 წლის ჩარლზი ერთი კვირის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან - პროსტატის ოპერაცია გაუკეთდა. ჩარლზს პროსტატის სიმივნე აქვს, თუმცა რომელი სტადია, არ გავრცელებულა ეს ცნობა. სიმსივნე სწორედ ოპერაციის დროს გამოვლინდა. "მეფეს სიმსივნე აქვს და მკურნალობას იწყებს", - წერია სამეფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "მისმა უდიდებულესობამ ამჯობინა დიაგნოზის გასაჯაროება, რათა მოსალოდნელი სპეკულაციები აიცილოს თავიდან და ასევე მხარი დაუჭიროს ყველას, ვინც სიმსივნეს ებრძვის".

რას მალავს სამეფო ოჯახი? - ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ საწოლიდან ვერ დგება