პაპარაცები ხშირად ამჩნევენ, როგორ სეირნობს ერთად ეშტონ კატჩერისა და მილა კუნისის ოჯახი. ვარსკვლავი მშობლები ცდილობენ დიდი დრო გაატარონ შვილებთან.
ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომლებმაც ჰოლივუდის წყვილის თაყვანისმცემლები დიდად გააოცეს. მსახიობი უაიტ იზაბელთან ერთად ქუჩაში სეირნობდა. რა არის აქ განსაკუთრებული? რა და ის ფაქტი, რომ კატჩერს გოგონა საბმელით მიჰყავდა. შორიდან ყველაფერი რიგზე ჩანს - ბავშვი მიჰყვება მამას და რაღაცაზე საუბრობს, სამაგიეროდ, ქამარი უჭირავს, რომელზედაც პრაქტიკულად, გამობმულია.
მათ, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ, არ უკვირთ ქამარზე გამობმული ბავშვის სეირნობა, მაგრამ ეს მეთოდი ახალფეხადგმულ ბავშვებში გამოიყენება. ვაიატი კი წელს 10 წლის გახდება.
ბავშვთან ერთად სიარულის ეს საშინელი მეთოდი ისტორიას ჩინეთში იღებს. როგორც წესი, ზურგჩანთაზე ან ქამარზე სპეციალური ლაგამია მიბმული - მშობლები ამ უჩვეულო მეთოდს მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით მიმართავენ, რომ ბავშვი არ დაიკარგოს ან არავინ მოსტაცოთ.
ასეთი მოწყობილობების რამდენიმე ტიპი არსებობს. ზოგისთვის უფრო მოსახერხებელია ზამბარის გამოყენება, რომელიც ორ მეტრამდეა გადაჭიმული და საშუალებას აძლევს ბავშვს თავი უფრო თავისუფლად იგრძნოს.
როგორც ვხედავთ, კატჩერი თავის ქალიშვილს ჩვეულებრივი ქამრით უჭირავს და ბავშვის ცაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, ეშტონს გოგონა სკოლაში მიჰყავს.
შეგახსენებთ, რომ კატჩერს და კუნისს ორი შვილი ჰყავთ. უაიტის გარდა 7 წლის დიმიტრის ზრდიან. მსახიობები თითქმის 9 წელია დაქორწინებულები არიან. მართალია, რამდენჯერმე თაყვანისმცემლებს ეგონათ, რომ ვარსკვლავური მეუღლეები განქორწინების ზღვარზე იყვნენ. მაგრამ სიყვარული მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა.