2024 წლის 9 თებერვალს მერწყულის ნიშანში ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს თითოეულ ადამიანს აქვს გამორჩეული შანსი, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დაიწყოს და დიდ წარმატებასაც მიაღწიოს. ახალი მთვარე გავლენას ცხოვრების ყველა სფეროზე მოახდენს და საინტერესო ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც პირადი და სასიყვარულო ურთიერთობაში, ასევე პროფესიული თვალსაზრისითაც.
მერწყული ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, აქტიური ნიშანია, რომელსაც ბევრი სხვადასხვა საქმის ერთდროულად შესრულება და სასარგებლო ინიციატივების გამოვლენა შეუძლია. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ 9 თებერვალს ჯობს, სახლში უსაქმოდ არ ისხდეთ და დრო ფუჭად არ დაკარგოთ.
ამ დღეს აქტიურობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებით სასარგებლოა. ძალიან პროდუქტიული პერიოდია, ამიტომაც შანსის გამოყენება ნამდვილად ღირს.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი მთვარე განსაკუთრებული ემოციურობით ხასიათდება და როგორც წესი, ადამიანები მომატებულ შფოთვასა და სტრესს გრძნობენ, ამიტომაც ასტროლოგები გირჩევენ, რომ სპონტანური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ.
ახალი მთვარის პერიოდში, უმჯობესია, საკუთარ თავზე იზრუნოთ, თქვენს გეგმებსა და სამომავლო მიზნებზე ორიენტირდეთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა, კონკრეტული რაღაცების ჩამოწერა ძალიან სასარგებლოა. ეს სამომავლოდაც დაგეხმარებათ, რომ ჩანაწერებს გადახედოთ და გაიხსენოთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული.
მერწყულს გარისკვისა და სიახლეების არ ეშინია. ამიტომაც, თუკი აღნიშნულ პერიოდში გამბედაობას, სიმამაცეს გამოავლენთ, არ შეგეშინდებათ გარკვეული პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღების, განვითარებაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ. თუკი დიდი ხანია, რაიმეს შესწავლა, დაწყება, გარდაქმნა გსურთ, შეგიძლიათ, პირველი ნაბიჯები ამ დღეს გადადგათ.
2024 წლის მეორე ახალი მთვარე თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. თევზებისთვის და მერწყულებისათვის ეს დღე შესაძლოა, მნიშვნელოვანი მოვლენებით იყოს სავსე, რამაც ემოციური გადაწვა გამოიწვიოს. შესაძლოა, ბევრი რამ ცხადი გახდეს, მოვლენებს სხვა თვალით შეხედოთ და აღმოაჩინოთ.
თხის რქებს, კუროებსა და ვერძებს ახალი მთვარე პროფესიული თვალსაზრისით, წარმატებულ პერიოდს ჰპირდება. გუნდური მუშაობა, იდეების გაზიარება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. შესაძლოა, ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდეს და თქვენი შრომისმოყვარეობა სრულად დაფასდეს.
ტყუპებისთვის, სასწორებისა და მშვილდოსნებისთვის 9 თებერვლის ახალი მთვარე რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით, სიახლეებსა და სასიამოვნო ცვლილებებს გამოიწვევს. თუკი მარტოხელა ხართ, შესაძლოა, სწორედ ამ დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ან კიდევ შესაძლოა, სიყვარულში გამოგიტყდნენ, არსებულ ურთიერთობაში იგრძნოთ სასიამოვნო ცვლილება.
მორიელებსა და კირჩხიბებს შესანიშნავი პერიოდი აქვთ გეგმების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული პერიოდი ძალიან კარგ შანსსა და ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ, რაც სამომავლოდ მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ.
ახალი მთვარის პერიოდში ვერძისა და ქალწულის ნიშნებს განსაკუთრებით გაუმართლებთ. ის საქმეები, რომლებიც ადრე გერთულებოდათ, ახლა მარტივად გამოგივათ. შესაძლოა, შეხვდეთ საინტერესო, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს და დიდი ენერგია და მოტივაცია იგრძნოთ.
ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრებთან, ახლობლებთან კომუნიკაცია განსაკუთრებით დაგეხმარებათ, რომ განიტვირთოთ და სირთულეების დაძლევის ახალ ხერხებს მიაგნოთ. დროა, მოინახულოთ ის ადამიანები, რომელთა ნახვაც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ დროისა თუ სხვა საკითხების გამო ვერ ახერხებდით. მისწერეთ, დაურეკეთ ახლობლებს. თბილი და დადებითი ემოციები დიდ მოტივაციას მოგცემთ.
პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა, კრეატიულობის გამოვლენა, შემოქმედებითი საქმიანობით დაკავება განსაკუთრებით გამოგადგებათ.
ამ დღეს სპონტანური და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა, იმაზე არახელსაყრელი აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა პერიოდში. ამიტომაც, თუკი სამსახურის დატოვებას, საყვარელ ადამიანთან დაშორებას, ან პირიქით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით. მომატებული ემოციური ფონის გამო შესაძლოა, მომდევნო დღეებში შედეგით ძალიან უკმაყოფილო დარჩეთ.
ამ დღეს ჯობს, დრო მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტში არ ჩაერთოთ. ნაკლები შანსია, რომ კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ. მცირე კამათიც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს - ეს დღე სპონტანური შესყიდვებისთვის არახელსაყრელია. ამიტომაც, ვიდრე რაიმეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, ეს ნივთი რეალურად გჭირდებათ, თუ ემოციებს ეყრდნობით.