ბავშვის ტანსაცმელი იმაზე უფრო ხშირად ისვრება, ვიდრე უფროსის. თამაშისა თუ ჭამის დროს ტანსაცმელზე ხშირად ხვდება ნივთიერებები, რომელთა ქსოვილიდან გამოყვანაც მარტივი ნამდვილად არ არის. მაგალითად, ასეთია ბალახის ლაქა, მელანი, ხილის წვენი. ასევე დიდი გამოწვევაა, ტანსაცმლიდან ტყლარწის, პლასტელინის ან საღეჭი რეზინის მოშორება. ჩვენ გთავაზობთ ხრიკებს, რომლებიც ტანსაცმლის გასასუფთავებლად ნამდვილად ეფექტურია.
ტანსაცმლიდან ტყლარწის ამოყვანის რამდენიმე ეფექტური მეთოდი არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთია გაყინვა. ტყლარწიანი ნივთი მოვათავსოთ ჯერ პოლიეთილენის პაკეტში, შემდეგ კი რამდენიმე საათით საყინულეში. როდესაც ლაქა გაიყინება, ის შეგიძლიათ დანით ააცალოთ. თუმცა ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რათა ქსოვილი არ დააზიანოთ. შემდეგ კი ცხელ წყალში გარეცხეთ.
თუ ტყლარწი ტილოსა და ბამბის ქსოვილზეა გადასული, მის მოშორებას სპირტის საშუალებით შეძლებთ.
საღეჭი რეზინის მოსაშორებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება საპნისა და კბილის პასტის გამოყენებაა. დაასხით ტანსაცმელზე მიკრულ საღეჭ რეზინს საპონი, რომელიც მას დაალბობს. შემდეგ კი წაუსვით კბილის პასტა და კბილის ჯაგრისით გახეხეთ. დარჩენილი საღეჭი რეზინი ხელით მოაშორეთ და გარეცხეთ. თუ ტანსაცმელზე მაინც დარჩა საღეჭი რეზინი, გარეცხვის დროს თავისით მოშორდება.
კიდევ ერთი ხერხი, რითაც საღეჭი რეზინის მოშორებაა შესაძლებელი, თმის სპრეია. დაასხით სპრეი ტანსაცმელს და დატოვეთ რამდენიმე საათის განმავლობაში.შემდეგ საღეჭი მარტივად მოძვრება სამოსს.
დასვრილ ტანსაცმელს სტანდარტული სარეცხის საშუალებები მარტივად უმკლავდება. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხილის, წვენის, ბალახის და სხვა ტიპის ჩამჯდარი ლაქების მოშორება იოლი საქმე ნამდვილად არ არის, თუ სწორად არ შეარჩევთ სარეცხის საშუალებას. ამ დროს რეკომენდებულია, გამოიყენოთ მაქსიმალურად ეფექტური და ამავდროულად, მინიმალურად ქიმიური საშუალება. გარკვეული ქიმიური საშუალებები ეფექტურია ლაქების ამოსაყვანად, მაგრამ მავნეა ჯანმრთელობისთვის. ზოგადად,სარეცხ საშუალებებში მინიმუმ 25 მავნე ნივთიერება შეიძლება შედიოდეს. მათგან განსაკუთრებით საშიშია ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ფოსფატები, ფორმალდეჰიდები, დიოქსანე 1.4. ისინი კანცეროგენურია და იწვევენ გულ-სისხლძარღვთა, დერმატოლოგიურ, სასუნთქი გზებისა და ონკოლოგიურ დაავადებებს.
როგორც ჩამჯდარი ლაქების, ისე სტანდარტული რეცხვისთვის რეკომენდებულია გამოიყენოთ 𝐆𝐫ü𝐧𝐞𝐊𝐫𝐚𝐟𝐭-ის სარეცხი საშუალება, რომელზეც დატანილია “ECO LABEL”. ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია დამოწმებულია სამეცნიერო სტანდარტების შესაბამისად. ბრენდი ფლობს საერთაშორისო ხარისხის დამადასტურებელ და ეკო სერტიფიკატებს. არცერთი პროდუქტი არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს; წარმოებულია მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტებისგან; ყველა მათგანი ანტიალერგიულია და შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ დერმატოლოგიურად ტესტირებულ ფორმულებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ დამზადებულია განახლებადი ნედლეულის საფუძველზე, ვეგანურია და არ შეიცავს ცხოველურ ნივთიერებებს. შეფუთვა კი დამზადებულია 100% გადამუშავებული პლასტმასისგან.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ტანსაცმლიდან ჩამჯდარი ლაქების ამოყვანა აღარ გაგიძნელდებათ. აქვე გახსოვდეთ, რომ ბავშვის ტანსაცმელს უფრო ხშირად უწევს გარეცხვა, ვიდრე უფროსისას. ამიტომ მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც ფერზე არ ახდენს გავლენას.
R