"მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობისათვის დრო არ რჩებათ. დედასთან ურთიერთობა ძიძითა და დაქირავებული მასწავლებლით ჩანაცვლდა... ის ბავშვთან თქვენ რომ იქნებით, იმ სიყვარულით არ არის" - პედაგოგის მიმართვა მშობლებს - მშობლები

"მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობისათვის დრო არ რჩებათ. დედასთან ურთიერთობა ძიძითა და დაქირავებული მასწავლებლით ჩანაცვლდა... ის ბავშვთან თქვენ რომ იქნებით, იმ სიყვარულით არ არის" - პედაგოგის მიმართვა მშობლებს

2024-02-09 13:34:57+04:00

პედაგოგი მარინა ბედოშვილი გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს მშობელსა და შვილს შორის ცოცხალ კომუნიკაციას და როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი ბოლო პერიოდში:

- დღეს მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობისათვის დრო არ რჩებათ. დედასთან ურთიერთობა ძიძით ჩანაცვლდა, მე და ჩემი შვილი რომ ერთად წავიკითხავდით რაღაცას და თქვენ და თქვენი მამიკო ერთად - ეს დაქირავებული მასწავლებლით ჩანაცვლდა. ვერასოდეს გამოიღებს ისეთ შედეგს... ის ბავშვთან თქვენ რომ იქნებით, იმ სიყვარულით არ არის. 90-იანი წლები მენატრება. იცით, რატომ? ბევრი რამ არ გვქონდა, ჩვეულებრივი შეჭირვებული ოჯახი მქონდა ისევე, როგორც ყველას. იმ ბნელ, ცივ ღამეებში, მე და ჩემი ჩემი შვილი, რომელიც ახლა 36 წლისაა, ვისხედით და ერთად ვკითხულობდით, სიტყვობანას, ქალაქობანას, ზღაპრობანას ვთამაშობდით. ერთმანეთისთვის გვეცალა. მამაც ჩაერთვებოდა ხოლმე ამ თამაშებში. მახსოვს, მეორე ლამფა რომ ვიყიდე სახლისთვის, ჩემი გოგონა მე-4 კლასში იყო და მითხრა: "ვაიმე, დედა, რა კარგია, ესე იგი, მე ცალკე შევძლებ წაკითხვას." ხშირად ვამბობთ, რომ ყველაფერი ტექნოლოგიების ბრალია, აღვნიშნავთ, რომ არ მივცეთ ბავშვებს ტელეფონი, გაჯეტები - ასე ვერ გამოვა. ამ პირობებში რაღაცნაირად გზა უნდა მოვნახოთ. თუნდაც, კვირაში 2-ჯერ რაღაცა დრო გამოვძებნოთ. ცოცხალ კონტაქტს ვერაფერი ცვლის.