სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა ფოტოსესიაში ორმაგი მასტექტომიის შედეგად დარჩენილი ნაწიბურებით გამოჩნდა - მშობლები

სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა ფოტოსესიაში ორმაგი მასტექტომიის შედეგად დარჩენილი ნაწიბურებით გამოჩნდა

2024-02-11 12:31:18+04:00

ლინდა ევანგელისტა ჟურნალ Zeit-ის ახალი ნომრის გმირია. სუპერმოდელმა მონაწილება მიიღო კას ბერდის უპირატესად შავ-თეთრ ფოტოსესიაში, რომელშიც გამოსახულია რამდენიმე სახე, რომლის შედგენაშიც სტილისტი კეიტლინ გრეი დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ფოტოზე ლინდა შიშველ სხეულზე ჯინსის ქურთუკშია გადაღებული და ორმაგი მასტექტომიის შემდეგ დარჩენილ ნაწიბურებს ამჟღავნებს. "ეს არის ის, რაც მოხდა, როდესაც კას ბერდმა დაჟინებით მოითხოვა ჩემი კომფორტის ზონიდან გასვლა და მოხარული ვარ, რომ ეს გააკეთა! მადლობა კასს, Zeit-ს და მთელ გუნდს საოცარი დღისთვის", - მიაწერა ევანგელისტამ ფოტოს თავის ინსტაგრამზე. განაგრძეთ კითხვა

ყველაფერზე მზად ვიყავი, ოღონდ თავისუფლება მომეპოვებინა... მინდა, სამართლიანობამ გაიმარჯვოს და მსგავსი იდიოტები რაღაცებზე დაფიქრდნენ - სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე ალაპარაკდა