რამდენად კარგად გახსოვთ ცნობილი ლექსები სიყვარულზე? - გააკეთეთ არც ისე ადვილი ტესტი - მშობლები

რამდენად კარგად გახსოვთ ცნობილი ლექსები სიყვარულზე? - გააკეთეთ არც ისე ადვილი ტესტი

2024-02-12 13:59:07+04:00

14 თებერვალს ბევრი წყვილი სიყვარულის დღეს აღნიშნავს. სიყვარულს, საყვარელ ადამიანებს არაერთმა პოეტმა, მწერალმა მიუძღვნა დაუვიწყარი ლექსები თუ პროზაული ნაწარმოებები. დღეს გაგიზიარებთ ტესტს, რომელიც შეამოწმებს თქვენს ცოდნას, რამდენად კარგად გახსოვთ ქართველი პოეტების შემოქმედება სიყვარულზე:

1.ჩასვით გამოტოვებული სიტყვა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსიდან "სიყვარულო, ძალსა შენსა"

"სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ …?..

  • ჰგონებდეს
  • ჰმონებდეს
  • გრძნობდეს

2. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?

"მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები

და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.

მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,

მე შენი თმები დამაბრუნებენ."

  • მირზა გელოვანის
  • გალაკტიონ ტაბიძის
  • პაოლო იაშვილის

3. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?

"შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს,

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს.

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,

მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!

ვაი, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!"

  • გალაკტიონ ტაბიძის
  • ტერენტი გრანელის
  • ბესარიონ გაბაშვილის

4. დაასრულეთ სტროფი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან"

"ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,

გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

...

  • ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს
  • თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაც არ სძულსა?!
  • მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში

5. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?

"უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.

აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! –

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ..."

  • ტარიელ ჭანტურიას
  • შალვა ბაკურაძეს
  • იოსებ გრიშაშვილს

6. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?

"ზამთარმა ცივმა და შემპარავმა,

კვლავ მომისია თეთრი ფიფქები

და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ

ის, რაც ვიყავი ანდა ვიქნები.”

  • ოთარ ჭილაძის
  • მურმან ლებანიძის
  • ნიკოლოზ ბარათაშვილს

7. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?

"რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი."

  • გრიგოლ აბაშიძის
  • გალაკტიონ ტაბიძის
  • რეზო ამაშუკელის

8. დაასრულეთ სტროფი გიორგი ლეონიძის ლექსიდან "ყივჩაღის პაემანი"

"მოდი! გეძახი ათას წლის მერე,

დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;

...

  • ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
  • ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!..
  • შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას.

9. გააგრძელეთ სტროფი ტერენტი გრანელის ლექსიდან "გაზაფხულის საღამო"

"გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი."

  • სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
  • ცამდე წვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ,
  • წინ მეშლება სხვა ოცნების არე. მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

10. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?

"მინდა ვიყოთ ერთად

სოფელში და წვიმდეს,

შემოჩვეულ სევდას

წვიმის ღვარი შლიდეს.”

  • შოთა ნიშნიანიძის
  • ანა კალანდაძის
  • ტერენტი გრანელის

11. მარიკა ბარათაშვილის რომელი ლექსიდანაა ეს სტროფი?

"მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,

ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,

ვენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,

რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა"

  • "საპოვნელა"
  • "იასამნები"
  • "სიბერე"

12. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?

"შენით თენდება,

შენით ღამდება,

შენი ვარ,

შენთან მინდა ხელახლა!

შენა ხარ - რაც მე გამეხარდება,

რაც მეწყინება - ისიც შენა ხარ!"

  • მუხრან მაჭავარიანის
  • შოთა ნიშნიანიძის
  • ოთარ ჭილაძის

სწორი პასუხები:

  1. ჰმონებდეს
  2. მირზა გელოვანის
  3. ბესარიონ გაბაშვილის
  4. მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში
  5. ტარიელ ჭანტურიას
  6. ოთარ ჭილაძის
  7. გალაკტიონ ტაბიძის
  8. ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!..
  9. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
  10. შოთა ნიშნიანიძის
  11. "საპოვნელა"
  12. მუხრან მაჭავარიანის