ცნობილი გასახდომი აბების გამო ტელეწამყვანი კლინიკაში მოხვდა - რა საფრთხეს შეიცავს მედიკამენტი, რომელსაც დღეს წონის დასაკლებად იყენებენ - მშობლები

ცნობილი გასახდომი აბების გამო ტელეწამყვანი კლინიკაში მოხვდა - რა საფრთხეს შეიცავს მედიკამენტი, რომელსაც დღეს წონის დასაკლებად იყენებენ

2024-02-13 10:02:06+04:00

უკანასკნელ წლებში მსოფლიო ჭარბ წონასთან ბრძოლის ქარცეცხლშია გახვეული. წონას ებრძვიან არა მხოლოდ სიმსუქნით დაავადებული ადამიანები, არამედ ისინიც, ვისაც იდეალური სხეულს სურს, თუმცა ამის მისაღწევად კვებითი ჩვევებისა და ცხოვრების წესის შეცვლა უჭირს. შესაბამისად, დღის წესრიგში სულ დგას ისეთი გასახდომი საშუალების მოძებნა, რომელსაც მარტივად მიიღებ და საძულველ კილოგრამებს მტანჯველი დიეტების გარეშე დაკარგავ.

სწორედ ასეთ საშუალებად მიიჩნიეს ადამიანებმა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პრეპარატი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ადამიანები ყოველგვარი დანიშნულების გარეშე მოიხმარენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ის დიბეტით დაავადებულთათვის შეიქმნა და მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს.

ახლახან რუსი ტელეწამყვანი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და კლიკაში მოათავსეს. თავიდან ექიმები ნარკოტიკების კვალს ეძებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დანა ბორისოვა ოზემპიკს იღებდა:

„რეფლექსები მომიდუნდა, მთელი სხეული მიკანკალებდა, ხელებს ვერ ვაჩერებდი. ცხრა კილოგრამი დავიკელი, კიდევ ხუთი-ექვსი მინდოდა. თავი მტკივა, ფეხები და ხელები შეშუპებული მაქვს“, - ამბობს ტელეწამყვანი.

ჩვენ ასევე ვწერდით შემთხვევაზე, როცა ეს პრეპარატი ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზი გახდა. 56 წლის ტრიშ ვესტერი სწორედ ამ მედიკამენტისგან გამწვეული კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებით გარდაიცვალა. ქალს ქალიშვილის ქორწილისთვის წონის დაკლება სურდა, მაგრამ დიეტამ და ვარჯიშმა სასურველი შედეგი არ გამოიღო. შემდეგ მედიკამენტებს მიმართა. ქალმა იპოვა ექიმი, რომელმაც რეცეპტი გამოწერა და წამლის მიღებაც დაიწყო. ხუთ თვეში 16 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ ეს პროცესი ძალიან რთულად წარიმართა დამალე გარდაიცვალა კიდეც.

ქალიშვილის ქორწილისთვის სწრაფად გახდომის მიზნით, ქალმა ცნობილი პრეპარატი გამოიყენა, რამაც სიკვდილი გამოიწვია

გასახდომი მედიკამენტების საშიშ გვერდით მოვლენებზე ცნობილმა ენდოკრინოლოგმა, ელენე გიორგაძემ "იმედის დღის" ეთერში ისაუბრა.

„ჭარბი წონის წინააღმდეგ არსებობს პრეპარატები და ჩვენთანაც ძალიან პოპულარულია ორი მედიკამენტი, მთელი საქართველო ამას იკეთებს. არაჩვეულებრივი პრეპარატებია, მოქმედების სამმაგი მექნიზმით, მაგრამ როგორც ენდოკრინოლოგი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მათი ექიმის გარეშე მიღების.

ამ პრეპარატებს საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვთ. პაციენტს წინასწარ ვამზადებ, რომ ყველა ანალიზი ჩადგეს ნორმაში და ეს დავნიშნო. ასეთი ძლიერი პრეპარატები ყოველთვის არის ძლიერი გვერდითი მოვლენებით. ჩვენ, ექიმებიც, ვსწავლობთ, როდის და როგორ დავნიშნოთ და ამ დროს მთელი თბილისი მათ თვითნებურად მოიხმარს. ამის გამო ეს პრეპარატი სამჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში. ერთადერთი, რაც თვითნებურად შეიძლება, ცხოვრების წესის შეცვლაა. ერთსაათიანი მჯდომარე მუშაობის შემდეგ 15 წუთი ოთახში იარეთ. აუცილებელია ძილი 6 საათით, ძილის წინ კი 30 წუთი ფეხით უნდა გაიაროთ. " - ამბობს ელენე გიორგაძე.

„ჭარბი წონის წინააღმდეგ არსებობს პრეპარატები და მთელი საქართველო ამას იკეთებს... კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მათი ექიმის გარეშე მიღების

ამ მედიკამენტის „მსხვერპლი“ გახდა ექიმი და ტელეწამყვანი სოფო ჯაფარიძეც, რომელსაც ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა და დღეს ყველას ურჩევს, ექიმის დანიშნულების გარეშე მსგავსი პრეპარატები არ მიიღოს.

„ყველა ორგანოზე მაქვს პრობლემა. გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო. სწორედ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ. ახლა ყველაფერს ვჭამ, ვიტამინებსაც ვიღებ, მაგრამ გრამსაც ვეღარ ვიმატებ. ძალიან მიყვარდა ტკბილი და ამასაც ვეღარ ვჭამ, რადგან ამ პრეპარატმა შემიცვალა გემოვნება. ასევე მხედველობის პრობლემა რომელიც მქონდა -2-მდე და ახლა მაქვს -4-მდე. ზოგადად არაშრომისუუნარო გამხადა, მაგრამ ვიტანდი, რადგან სარკეში რომ ვიყურებოდი, მომწონდა ჩემი თავი გამხდარი. ალბათ სამ კილოს მოვიმატებდი.

ლოყები ჩამივარდა, სახეზე ინექციების ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ ბოლოს გარდაუვალი გახდა. ამ დროს არაჯანსაღი ადამიანის ვიზუალი გაქვს. სრულიად უცხო ხალხი მირეკავდა, არ ჩერდებოდა ტელეფონი, მეკითხებოდნენ რა მოგივიდაო, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ამ დროს ჩემი ნებით ვიკლებდი.

ცხოვრებაში არასოდეს მქონია მენტალური პრობლემები, არ ვიცოდი, რა იყო შფოთვა და ახლა დამეწყო. ყველას ვთხოვ, რომ ექიმის გარეშე არ გაეკაროთ ამ პრეპარატს“ - აცხადებდა სოფო ჯაფარიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ვეღარ ვიმატებ, შემეცვალა გემოვნება, მირეკავდნენ, რა მოგივიდაო - რა პრობლემები შეუქმნა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა დასაკლებმა პრეპარატმა?