"ბიჭი ჯობია!!!1999 წ ქობულეთი. მე და ლევან პირველი... ეს ფოტო და ქორწილი ფბ-მ გამახსენა. უბრალოდ დავდე, არაფერს არ უკავშირდება საერთოდ" - წერს ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე და ყოფილ ქმართან, ლევან ნუცუბიძესთან ერთად ახალგაზრდობაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, წყვილმა მცირე ხანს იცხოვრა ერთად და მათ საერთო შვილი - ლილუ ჰყავთ.
მოგვიანებით ნანიკო კიდევ ერთხელ გათხოვდა, ლევან მათითაშვილზე, თუმცა ცოტა ხნის წინ ეს ქორწინებაც დასრულდა.