მსახიობი ზვიად დოლიძე სამი ქალიშვილის მამაა. ის და ხათუნა ოქროპირიძე 2007 წლიდან არიან ერთად. როგორც გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" აღნიშნა მსახიობის მეუღლემ, პირველ რიგში ლექსების საოცრად კითხვის ნიჭით მოიხიბლა თავიდან. გადაცემაში ზვიად დოლიძემ ისაუბრა იმაზე, რომ სურს, მეტი დრო დაუთმოს ოჯახს და საყვარელ ცოლს პირველად მიუძღვნა საჯაროდ ლექსი.