ტესტის პირობები ძალიან მარტივია: მოცემული 4 გულიდან უნდა აირჩიოთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული პასუხების მიხედვით კი გაარკვევთ, როგორი შეყვარებული ხართ:
ამ ტიპის ადამიანები ურთიერთობებში ემოციურად შედარებით ნაკლებად არიან ჩართულნი. ისინი შეიძლება, უფრო თავშეკავებულები იყვნენ და გარკვეულწილად, დისტანციასაც ინარჩუნებდნენ. გრძნობებს ბოლომდე ვერ იაზრებენ და პარტნიორთან, როგორც წესი, ემოციურ ბარიერს ქმნიან.
ეს ადამიანები ურთიერთობაში მთლიანად არიან ჩართულნი და ცდილობენ, საყვარელ ადამიანს ყველაფერში გაუგონ და მხარი დაუჭირონ. აქვთ თანაგრძნობისა და ემპათიის შესანიშნავი უნარი. მაღალი ემოციური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას დიალოგის გზით ცდილობენ.
ძალიან მზრუნველი ადამიანები არიან და სიყვარულს მოქმედებებითა და ზრუნვით გამოხატავენ. ისინი პარტნიორის საჭიროებებზე არიან ორიენტირებულნი და ხშირად მათ პირველ ადგილზე აყენებენ. ძალიან უყვართ სიურპრიზები, საყვარელი ადამიანების სასიამოვნოდ გაოცება, მათი ცხოვრების გამარტივება და ყველა ეტაპზე სიყვარულის გამოხატვა.
ამ ადამიანებს, როგორც წესი, პარტნიორი ძალიან უყვართ, თუმცა გრძნობებს პირდაპირ და ღიად იშვიათად გამოხატავენ. მათ საყვარელი ადამიანის ემოციები ზუსტად შეუძლიათ, გამოიცნონ და იგრძნონ. მაგრამ, შიშისა თუ იმედგაცრუების შიშით, საკუთარ გრძნობაზე პირდაპირ არ საუბრობენ. მათი სიყვარული შეიძლება დახვეწილი ჟესტებითა და მინიშნებებით გამოიხატოს, რომელთა ამოცნობაც ყურადღებას მოითხოვს.