იწვევს თუ არა საშვილოსნოს ამოკვეთა ნაადრევ კლიმაქსს და მოქმედებს თუ არა სქესობრივ აქტივობაზე - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს - მშობლები

იწვევს თუ არა საშვილოსნოს ამოკვეთა ნაადრევ კლიმაქსს და მოქმედებს თუ არა სქესობრივ აქტივობაზე - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს

2024-02-16 13:05:44+04:00

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პაციენტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს და განმარტავს, იწვევს თუ არა საშვილოსნოს ამოკვეთა მენოპაუზას, ან კლიმაქსს, მოქმედებს თუ არა სქესობრივ აქტივობაზე და საერთოდ ქალის ცხოვრების ხარისხზე:

- საშვილოსნო არის ორგანო, რომლის მთავარი ფუნქცია ემბრიონის მიღება და მშობიარობამდე გამოზრდა გახლავთ. აღნიშნული ფუნქციის გარდა, საშვილოსნოს, საკვერცხეებისაგან განსხვავებით, სხვა ფუნქციები არ გააჩნია. ქალები, რომელთაც საშვილოსნო აქვთ ამოკვეთილი, ამის გამო არანაირ დისკომფორტს არ განიცდიან. ერთადერთი, არ აქვთ მენსტრუაცია. თუმცა, მენსტრუაციის არქონა ბევრი ქალისთვის, პირიქით, კომფორტია. ამასთანავე, საშვილოსნოს არქონა არანაირად არ მოქმედებს საშოს მდგომარეობაზე, არ იწვევს სიმშრალეს, არ იწვევს სქესობრივი კონტაქტის დროს დისკომფორტს, არ ამცირებს ლიბიდოს. ბევრს აინტერესებს, ამიტომ, ვიტყვი, რომ პარტნიორი კაცი ვერასდროს ვერ მიხვდება, ქალს აქვს, თუ არა საშვილოსნო, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს ის. თუნდაც, ექიმი-გინეკოლოგი იყოს... საშვილოსნოს არქონის გამო ნაადრევი დაბერება არ მიმდინარეობს. ერთადერთი, რასაც ქალი საშვილოსნოს არქონის გამო ვერ შეძლებს, ორსულობაა.