მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესა და შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე დღეა, ბაკურიანში იმყოფება.
სწორედ იქიდან ავრცელებს ვიდეოს და საუბრობს პრობლემაზე, რომელიც სხვა მშობლებს და ზოგადად, ბაკურიანელებსა და დამსვენებლებსაც აწუხებთ - ბევრგან არ არის ტროტუარები, რის გამოც ბავშვიან ადამიანებს სამანქანო გზაზე უწევთ სიარული.