ქართული თეატრისა და კინოს მსახიობ ნუგზარ ყურაშვილს მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში საზოგადოების დახმარება სჭირდება. მან ნახევრად სახუმარო მიმართვა გაავრცელა მაყურებლებისთვის და ასევე მის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს იმ თეატრებმა, სადაც ის მუშაობს.
ახმეტელის თეატრის განცხადება ასეთია:
"ნუგზარ ყურაშვილი - ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობი, თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის დაარსების დღიდან ნუგზარ ყურაშვილი დასის წევრი და ახმეტელის თეატრის განუყოფელი ნაწილია, 43 წელია ნუგზარ ყურაშვილი ამ თეატრის სცენაზე თამაშობს როლებს, ქმნის სახეებს და მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. ახმეტელის თეატრის რეპერტუარი წარმოუდგენელია მის გარეშე!
დღეს მას საზოგადოების დახმარება სჭირდება, გიზიარებთ ანგარიშის ნომერს და მოგმართავთ თხოვნით - დავეხმაროთ საყვარელ მსახიობს ავადმყოფობასთან ბრძოლაში, მალე კი - შევხვდებით ახმეტელის თეატრში!"
საქართველოს ბანკი:
GE35BG0000000586323082