ნიჭიერ ბავშვებს, ძირითადად, სამი თვისება გამოარჩევთ: მაღალი ინტელექტი, ძლიერი მოტივაცია და განვითარებული კრეატიულობა.
მაგრამ, ექსპერტების აზრით, ეს ინდიკატორები შეიძლება სულაც არ იყოს თანდაყოლილი და თანდათან განვითარდეს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვის IQ შეიძლება განვითარდეს დაახლოებით 20%-ით, რადგან ინტელექტი, დიდწილად, მემკვიდრეობითია. მაგრამ კრეატიულობისა და მოტივირების კუთხით ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება. მაგალითად, ბავშვის მოტივაცია შეგიძლიათ საძიებო და კვლევითი აქტივობებით განავითაროთ. ბავშვს უყვარს რაღაც ახლის პოვნა და სწავლა, ამიტომ მას ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მივცეთ.
კრეატიულობის სწავლება გაცილებით რთულია. მასწავლებლის თქმით, ამის მისაღწევად, ბავშვის უშუალო გარემოში უნდა იყოს ზრდასრული ადამიანი, რომლისგანაც ბავშვი ქცევის ნიმუშებს, მათ შორის შემოქმედებითად აზროვნების უნარს შეიძენს.
შემოქმედებითობა გადამდები სენივითაა. იმისთვის, რომ „დაინფიცირდეს“, ბავშვის გვერდით შემოქმდებითი „ვირუსის“ მქონე ადამიანი უნდა ტრიალებდეს. ის ყოველდღიურად უნდა ხედავდეს და გრძნობდეს შემოქმედებით გარემოს და ჩართულიც უნდა იყოს მასში.
ასე რომ, გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, მის გენეტიკაზე არათუ ნაკლები, ზოგჯერ მეტის განმსაზღვრელია. ნიჭიერების განვითარებაში კი მშობლის და მასწავლებლების როლიც ძალიან დიდია.