"მოსამსახურეების ოთახში ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც დიქტატორს ეშინოდა" - როგორ ცხოვრობდა კეკე ჯუღაშვილი და რატომ არ ჩამოვიდა სტალინი საქართველოში დედის დაკრძალვაზე - მშობლები

"მოსამსახურეების ოთახში ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც დიქტატორს ეშინოდა" - როგორ ცხოვრობდა კეკე ჯუღაშვილი და რატომ არ ჩამოვიდა სტალინი საქართველოში დედის დაკრძალვაზე

2024-02-20 10:18:05+04:00

1937 წლის 4 ივნისს თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ეკატერინე (კეკე) გიორგის ასული ჯუღაშვილი. სტალინის დედის საგაზეთო ნეკროლოგს ხელს აწერდა საქართველოს ცკ-ის მაშინდელი პირველი მდივანი, ლავრენტი ბერია და ქვეყნის პარტიული ხელმძღვანელობა.

კეკეს დაკრძალვას მთლიანად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, ამიტომაც გადაწყდა მის განსასვენებლად მთაწმინდის პანთეონი.

კეკე ჯუღაშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვას მისი ერთადერთი შვილი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი არ დასწრებია. დედის გასვენების დღეს ბელადმა მხოლოდ გვირგვინი გაგზავნა "ძვირფას და საყვარელ დედას შვილისგან იოსებ ჯუღაშვილისგან", - ეწერა გვირგვინზე.

ლავრენტი ბერია იყო ერთ-ერთი იყო იმ ადამიანებიდან, რომლებიც ამ დღეს კეკეს სასახლეს მთაწმინდისკენ მიასვენებდნენ. სტალინის დედის გარდაცვალების შესახებ სსრკ-ში საქართველოს გარდა არსადაც არ გაცხადებულა. განაგრძეთ კითხვა