მსახიობი ნატა ბერეჟიანი პირველად 22 წლის ასაკში გახდა დედა. მას ბიჭი შეეძინა - დათუნა, რომელიც გამორჩეული გარეგნობით ყოველთვის ყურადღებას იპყრობს. ბოლო წლებში აქტიურად იყო დაკავებული კარიერით - როლებით კინოსა და თეატრში. რეჟისორ დათო დოიაშვილთან "მეფე ლირზე" მუშაობისას შეიტყო, რომ 18-წლიანი შუალედის შემდეგ მეორე შვილზეა ორსულად, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ წარმატებით ეთამაშა თეატრში.
პირველი შვილის გაზრდაში ნატას ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ, ახლა კი გეგმავს, რომ გოგონა თავად გაზარდოს და სადაც საშუალება იქნება, ყველგან თან ატაროს, უნდა, რომ მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმოს შვილს, ისე, რომ საკუთარ საქმესაც არ მოწყდეს.
ნატამ დღეს იმშობიარა ჩაჩავას კლინიკაში და გაჩნდა გოგონა, რომელსაც თინა დაარქვა.
პატარას დაბადებას რუსკა ქარქაშაძეც ესწრებოდა თავის ახალდაბადებულ ვაჟთან ერთად.