მსახიობი ნატა ბერეჟიანი გუშინ მეორე შვილის დედა გახდა. მას პატარა თინა შეეძინა - გოგონა ვაჟის შემდეგ, რომელიც 19 წლისაა.
კლინიკის ეზოში თინას დაბადებას უამრავი ადამიანი ელოდა - საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მსახიობები - ნატა ბერეჟიანის კოლეგები. მათვე ერთად აღნიშნეს ამბის წარმატებით დაგვირგვინება. დღის ბოლოს კი ნატამ სამშობიაროდან პირველი ფოტოც გაავრცელა.