ვალერი მელაძის ქალიშვილი, რომელიც მდიდარ ბიზნესმენზე დაქორწინდა, შვილს ელოდება - მშობლები

ვალერი მელაძის ქალიშვილი, რომელიც მდიდარ ბიზნესმენზე დაქორწინდა, შვილს ელოდება

2024-02-22 13:56:29+04:00

ვალერი მელაძის ქალიშვილმა სოფიკომ, რომელმაც 2022 წელს იქორწინა, ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ორსულად არის.

0396352634493193436-1708596254.jpg

სულ ცოტა ხნის წინ მელაძეს მამა გარდაეცვალა და მომღერალმა რთულად გადაიტანა ეს დარტყმა. თუმცა ცუდ ამბებს მალე მოჰყვა კარგი ამბავი და ცოტა ხანში შვილიშვილი შეეძინება.

თავად ვალერი მელაძეს ექვსი შვილი ჰყავს - ინგა, სოფიკო და არინა პირველი ქორწინებიდან, ხოლო ალბინა ჯანაბაევასთან ქორწინებაში გაუჩნდა კონსტანტინე, ლუკა და აგათა.

meladze.jpgmeladze.jpg

რაც შეეხება სოფიკო მელაძეს, ის ბიზნესმენ სავა ბაიბაკოვზე გათხოვდა. თუმცა მის ქმარზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან წყვილს არ აქვს ღია საჯარო ცხოვრება. სავა მამის კუთვნილ კომპანია Globaltic-ში მუშაობს ტოპ-მენეჯერად და გარდა ამისა, უძრავი ქონების სფეროში აქვს თავისი ორგანიზაცია. სოფიკოც 2022 წელს გახდა საწარმოს თანამფლობელი, საკვები პროდუქტების სფეროში.

ვალერი მელაძის უფროსმა ქალიშვილმა ინგამ კი, ერთი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ მეორედ იქორწინა 2023 წელს, ფოტოგრაფ ნიკიტა ბერეჟნიზე გათხოვდა და საქორწინო ცერემონია საქართველოში დაგეგმა.

ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი საქართველოში გათხოვდა - პირველი ფოტოები