დისლექსია - კითხვის უნარის დარღვევა, როცა ბავშვს ასოების ცნობა უჭირს, ვერ იმახსოვრებს წელიწადის დროებს და ადვილად იღლება. რა არის დისლექსია, რამდენად იმატა იმ ბავშვების რიცხვმა, რომელთაც დისლექსია აქვთ, რა ნიშნები ახასიათებს და როგორია მასთან გამკლავების გზები, რა ძლიერი მხარეები აქვთ დისლექსიის მქონე ბავშვებს და ვინ არიან ცნობილ ადამიანებს შორის ამ დარღვევით - ყოველივე ამაზე "იმედის დღეში", თიკა წერეთლის რუბრიკაში ისაუბრეს ნეიროფსიქოლოგმა თეონა გავაშელიშვილმა და მშობელმა თამთა გობრონიძემ.