18 თებერვალს კიდევ ერთხელ წარმატებულად იასპარეზა მერაბ დვალიშვილმა. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მექსიკელი ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. UFC-ის პრეზიდენტის განცხადებით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.
მერაბ დვალიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. სპორტული კარიერა ტრადიციული ჭიდაობით დაიწყო. თუმცა 33 წლის სპორტსმენის ცხოვრება საკმაოდ რთული გახდა, როდესაც ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დვალიშვილი 21 წლის წავიდა. სანამ ვარჯიშს დაიწყებდა, მუშაობდა ფიზიკურად, ძირითადად, მშენებლობაზე. მოგვიანებით კი მისი მწვრთნელი ამ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვრთნელი რეი ლონგო გახდა.
სპორტსმენის მშობლები, ამირან და დარეჯან დვალიშვილები შვილისთვის მთავარი საყრდენები იყვნენ მისი MMA კარიერის განმავლობაში. მერაბმა დიდი გაჭირვება გამოიარა იმისთვის, რომ მისულიყო იქამდე, სადაც ახლა არის, წერს უცხოური მედია. სხვანაირად მშობლები ვერ იამაყებდნენ.
"ხანდახან ჩემს ბიჭს ვუყურებ და ვფიქრობ, როგორი სწრაფად გავიდა წლები. მართალია, გაიზარდა და შეიცვალა, მაგრამ ის სიჯიუტე, რომელიც მის სისხლში ყოველთვის იყო, არ გამქრალა. ვფიქრობ, ძლიერი ხასიათი დაეხმარა მას წარმატებაში“, - ამბობს დვალიშვილის მამა.
დვალიშვილის სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, ის ხშირად ჩანს MMA-ში დაძაბული ვარჯიშის დროს, აქვეყნებს მოგზაურობის ფოტოებს, პოზირებს უცნობ ქალებთან ერთად, მაგრამ არასოდეს საჯაროდ არ გამოუქვეყნებია პარტნიორთან ერთად გადაღებული ფოტო. "დვალიშვილს არც ცოლი ჰყავს და არც შვილი" - წერს უცხოური მედია. როდესაც ის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, ინგლისური ენა არ იცოდა. ამბობს, რომ საუბარი საბავშვო წიგნებიდან და ბროშურებიდან ისწავლა.
ის წლების განმავლობაში მუშაობდა სამშენებლო სამუშაოებზე მხოლოდ იმისთვის, რომ ვარჯიში გაეგრძელებინა. შესაძლოა, მას არ ჰქონდა ბევრი დრო ურთიერთობების დასაწყებად ან ურჩევნია, რომ მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დაფარული დარჩეს, წერს სპორტული მედია.
დვალიშვილი არის მებრძოლი, რომელმაც UFC-ში ზედიზედ 9 ბრძოლა მოიგო. UFC 298-ზე ერთ-ერთ ბოლო ორთაბრძოლისთვის დაახლოებით $111,000 გადაიხადა და გამოიმუშავა $200,000-ზე მეტი, როდესაც ის ხოსე ალდოს შეებრძოლა.
მისი ქონება, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიონი დოლარია. განაგრძეთ კითხვა