აღზრდის ოთხი სტილი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ფსიქოლოგმა დიანა ბაუმრინდმა გამოავლინა.
კიდევ ერთხელი გავიხსენით ისინი:
თანამედროვე ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან: გაცნობიერების გარეშეც კი ჩვენდაუნებურად ვუბრუნდებით აღზრდის იმ შაბლონებს, რომლებიც ჩვენმა მშობლებმა ჩაგვინერგეს. ან მთლიანად მივიღებთ მათ ან უარვყოფთ მათ. ეს ქვეცნობიერად ხდება და ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ ფაქტია: ის, თუ როგორ გაგზარდეს, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ზრდით თქვენს შვილს.
მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენი დედა და მამა შესანიშნავი მშობლები იყვნენ, თქვენ მაინც უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი საკუთარი პრინციპები და თქვენი აღზრდის სტილი განსაზღვროთ, რომელიც თქვენ და თქვენს შვილებს შეგეფერებათ და არავის სხვას. და ამისათვის უნდა გაიხსენოთ საკუთარი თავი ბავშვობაში და დაფიქრდეთ: რა შიშები გიშლით ხელს ახლა.
„მაგალითად, ვიღაცას ავტორიტარული მშობლები ჰყავდა, რომლებიც მკაცრად აკონტროლებდნენ ბავშვს. ამიტომ, ახლა გეშინიათ მათ არ დაემსგავსოთ და ყველაფრის უფლებას აძლევთ შვილს“- ამბობს ფსიქოლოგი სარა ბრენი.
დიახ, ყველას აქვს ტრიგერები, მათაც კი, ვისაც უღრუბლო ბავშვობა ჰქონდა. ეს ტრიგერები რომ აქღმოაჩინოთ, უნდა გაიხსენოთ, როგორ გაზარდეთ. ჩაატარეთ თქვენი ბავშვობის გამოცდილების ერთგვარი „ინვენტარიზაცია“ და უპასუხეთ 5 კითხვას.
ფსიქოლოგი განმარტავს: თქვენი რეაქცია მოცემულ სიტუაციაზე ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ თავის დროზე თქვენი მშობლები მსგავს სიტუაციაში: გაკიცხვით, დასჯით თუ იგნორით? თქვენ, თქვენის მხრივ, ან იგივეს გააკეთებთ ან სრულიად საპირისპიროს.
შეიძლება საერთოდ არ მოგწონდეთ თქვენი მშობლების აღზრდის სტილი, მაგრამ კარგი იქნება, თუ სიტუაციას მათი თვალით შეხედავთ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე ხშირად ისინი თქვენთვის საუკეთესოს მოცემას ცდილობდნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც მათ მიაჩნდათ. და ეს თქვენი ადრეული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია.